Jump to content
Planeta.Ge

REZONANSI მეზობლები გორში ძმის მიერ ძმის მკვლელობის სავარაუდო მიზეზზე საუბრობენ


Recommended Posts

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს. მეზობლების ინფორმაციით, ძმებს შორის უთანხმოება ადრე არასდროს ყოფილა და მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შეკამათება გახდა. სოფელ ახალსოფელში ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 32 წლის გიორგი კუთარაშვილი დაიღუპა. შემთხვევა 1-ელ იანვარს მოხდა, 1990 წელს დაბადებული მამაკაცი კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებით შეიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

 

REZONANSI

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...