planeta.ge Posted January 4, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2022 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს. მეზობლების ინფორმაციით, ძმებს შორის უთანხმოება ადრე არასდროს ყოფილა და მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შეკამათება გახდა. სოფელ ახალსოფელში ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 32 წლის გიორგი კუთარაშვილი დაიღუპა. შემთხვევა 1-ელ იანვარს მოხდა, 1990 წელს დაბადებული მამაკაცი კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებით შეიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts