Jump to content
Planeta.Ge

ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯებზე ორი ქვითრის მიღების საკითხზე სემეკი განცხადებას ავრცელებს


Recommended Posts

თბილისში ელექტროენერგიის მრიცხველების წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით აბონენტებმა ერთის ნაცვლად, ორი ქვითარი მიიღეს. მოქალაქეების ნაწილმა კი ამ საკითზე სემეკ–ს (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია) მიმართა.

როგორც სემეკ–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყება თოთეულ განაცხადს შეისწავლის.

“ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მომართა არაერთმა მოქალაქემ შპს “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა” და შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის” დარიცხვებთან დაკავშირებით. კომისია მოქალაქეთა ყველა მომართვას სწავლობს ინდივიდუალურად და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებას წარმოადგენს ქ. თბილისში მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემის ამოქმედება, რამაც გამოიწვია ე.წ. გარდამავალ პერიოდში (2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის 3,4 იანვარი) 2 ქვითრის მიღება.

კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, დარიცხვებთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში მომართონ კომისიას შესაბამისი განცხადებით, რათა მარეგულირებელი კომისიის მიერ მოხდეს ყველა საკითხის შესწავლა.

განცხადების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით: mail@gnerc.org” – ნათქვამია სემეკ–ის განცხადებაში.

The post ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯებზე ორი ქვითრის მიღების საკითხზე სემეკი განცხადებას ავრცელებს appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...