planeta.ge Posted January 4, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2022 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია აშშ-ის საელჩოს განცხადების საპასუხოდ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.მელიას თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დასავლელ პარტნიორებს აშანტაჟებს.„მმართველი რეჟიმი სულ უფრო და უფრო ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატიად, სადაც მეგობრების წუხილს და მხარდაჭერას დემოკრატიის მიმართ არა სტრატეგიულ პარტნიორობად, არამედ „შიდა საქმეებში ჩარევად“, ზეწოლად და „სუვერენიტეტის შელახვად“ აფასებენ. თურმე დემოკრატიული სამყაროს წუხილი იმის გამო, რომ საქართველო, მისი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნდობა არჩევნების მიმართ, სასამართლო განვითარების ნაცვლად დღითიდღე სუსტდება – არის ადამიანური შეცდომების და არასწორი ინფორმაციის შედეგი.კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს, რომ ისინი ამ კრიტიკით დაკარგავენ ჩვენი საზოგადოების ნდობას – პირდაპირ აშანტაჟებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, პროდასავლური კურსი გადაიხედება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.The post ნიკა მელია: კობახიძე ჩვენს დასავლელ მეგობრებს აშანტაჟებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts