planeta.ge Posted January 4, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2022 მხოლოდ გამაძლიერებელ დოზებზე დაყრდნობა საკმარისი არ არის, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გააკეთეს.ჯანმოს წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ „ბიბისის“ განუცხადა, რომ მსოფლიო კრიზისი გლობალური მასშტაბით ვაქცინაციას მოითხოვს.მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, საკუთარ მოსახლეობას შესთავაზოს „ბუსტერ“ დოზა „ომიკრონის“ მზარდი შემთხვევების ფონზე, მაგრამ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ადამიანების მხოლოდ 3%-ია სრულად ვაქცინირებული.კერხოვე ამბობს, რომ ეს ვითარება მორალური და ეთიკური მარცხია, რადგან საჭიროა ასეთი ქვეყნებს მიეწოდოს ვაქცინა, რათა ჯანმოს გეგმა სისრულეში მოვიდეს. აღნიშნული გეგმა მდგომარეობას იმაში, რომ 2022 წლის ივლისისთვის მსოფლიოს 70% აცრილი იყოს.მარია ვან კერხოვეს თქმით, მხოლოდ გამაძლიერებელ დოზებზე დაყრდნობა საკმარისი არაა, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების შესამცირებლად საზოგადოების ჩართულობაა საჭიროა – ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.The post ჯანმო: მხოლოდ „ბუსტერ“ დოზაზე დაყრდნობა საკმარისი არ არის appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.