planeta.ge Posted January 4, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2022 „ამხანაგი კობახიძის“ ანტიდასავლური განცხადებები ჩვენი პარტნიორების მისამართით, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის და პრო-რუსული ძალების წახალისება“, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.ხაზარაძე ეხმაურება კობახიძის განცხადებას აშშ-ის საელჩოს კომენტარის საპასუხოდ და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები უცხოური ინვესტიციების შემოსვლას შეუძლებელს ხდის.„ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ უნდობლობის დანერგვა, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა, იმის შეპარვით მტკიცება, რომ დასავლეთი და ევროპა ჩვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და ისევ ჩრდილოელი მეზობელი დაგვეხმარება… ალბათ, სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთი გარანტი, დღეს ქართველი ხალხი და ცივილიზებული სამყაროა. ასეთი განცხადებები, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.The post ხაზარაძე: „ამხანაგი კობახიძის“ ანტიდასავლური განცხადებები პრო-რუსულ ძალებს ახალისებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.