planeta.ge Posted January 4, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2022 „არასწორია ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა“, – ასე ეხმაურება შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას „ქართული ოცნების“ წევრი, მიხეილ სარჯველაძე.მმართველი გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ საელჩოს განცხადებაში გამოთქმული საყვედური ხელისუფლებას არ დაუმსახურებია.„არასწორია ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა. არა მგონია, რომ დამსახურებული იყოს ის საყვედური ხელისუფლებისთვის, რომელიც გამოითქვა. ჩვენი მიდგომა ასეთია – ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ერთმანეთსა საზოგადოებისა და ზოგიერთი დიპლომატის პოზიციები“, – განაცხადა სარჯველაძემ.ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიულ ღირებულებებს ძირი გამოითხარა. განცხადებაში საუბარია საერთო სასამართლოების კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებაც. საელჩოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ ნაბიჯები აზიანებს ქვეყნის მისწრაფებებს ნატოსა და EU-ში გაწევრიანებისკენ.The post სარჯველაძე: აშშ-ის საელჩოს საყვედური ხელისუფლების მიმართ არ მგონია დამსახურებული იყოს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.