planeta.ge Posted January 4, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2022 „საქართველოსთვის“ წევრი, კახაბერ ქემოკლიძე აშშ-ის საელჩოს განცხადების საპასუხოდ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება.ქემოკლიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე, მათ შორის პარტნიორებთან მიმართებით, „ქართული ოცნების“ იაფფასიან პოპულისტურ დემაგოგიას აგრძელებს.„კი არ ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეს განცხადება განპირობებულია იმის გამო, რომ მათ უნდათ, რომ საქართველოში ინსტიტუციები გაძლიერდეს. მათ უნდათ რომ დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს, გამოდიან და ძირს უთხრიან იმ სწორ განცხადებას, რომელიც საელჩოს მხრიდან გაკეთდა“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიულ ღირებულებებს ძირი გამოითხარა. განცხადებაში საუბარია საერთო სასამართლოების კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებაც. საელჩოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ ნაბიჯები აზიანებს ქვეყნის მისწრაფებებს ნატოსა და EU-ში გაწევრიანებისკენ. საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნორის, ამერიკისს აელჩოს განცხადება უსამართლოა და არასწორია და ხარვეზებს შეიცავს.The post ქემოკლიძე: კობახიძე „ოცნების“ იაფფასიან პოპულისტურ დემაგოგიას აგრძელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.