planeta.ge Posted January 4, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2022 საახალწლო ფოიერვერკის შედეგად მიყენებული დაზიანებით 6 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ოთხს კი თითების ამპუტაცია დასჭირდა. ახალი წლის ღამეს მძიმე ვითარება იყო დამწვრობის ცენტრშიც, სადაც 31 დეკემბერს პიროტექნიკის გამო 30 ბავშვი მოხვდა. 2 მცირეწლოვანი, რომელთაც დაზიანებები სახის არესა და კიდურებზე აქვთ, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სტაციონარში მკურნალობას ისევ აგრძელებენ. ცნობისთვის, პიროტექნიკის არასრულწლოვანთათვის მიყიდვა საქართველოში აკრძალულია. დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 100, იურიდიული პირი კი 200 ლარით ჯარიმდება. ასევე, აკრძალულია პიროტექნიკით გარევაჭრობა, რომელსაც მერიის ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts