planeta.ge Posted January 4, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2022 "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო დეპუტაციის მოთხოვნას, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. კობახიძის თქმით,ვ შესაძლოა, ამ კომისიის შექმნა კარგიც იყო იმის დასამტკიცებლად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის არარსებობა დამტკიცდეს. "შეიძლება, მე პირადად არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი, როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, რა თქმა უნდა, ამას არანაირი საფუძველი არ აქვს. თუკი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამით მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ამ კომისიის შექმნა შეიძლება არ იყოს ცუდი და შესაძლოა, ხმების შევსებაზეც კი ვიფიქროთ, მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს კომისია ძალიან კარგად დაადგენს არასათანადო მოპყრობის არარსებობას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts