planeta.ge Posted January 3, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2022 2021 წელს საქართველოში კორონავირუსით 11 332 ადამიანი გარდაიცვალა. On.ge-მ გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის გამოყენებით დათვალა. უწყებას დადასტურებული შემთხვევების, გამოჯანმრთელებისა და გარდაცვალების სტატისტიკა, სექტემბრის ჩათვლით, ვებ გვერდზე თვეების მიხედვით აქვს ატვირთული. რაც შეეხება მომდევნო სამ თვეს, ამ შემთხვევაში შედეგი დღიური მონაცემების შეჯამებით მივიღეთ. ეს სტატისტიკაც NCDC-ის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.თვეების მიხედვით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა ასეთია:იანვარი — 666თებერვალი — 326მარტი — 265აპრილი — 345მაისი — 674ივნისი — 523ივლისი — 526აგვისტო — 1 629სექტემბერი — 1 494ოქტომბერი — 1 113ნოემბერი — 2 030დეკემბერი — 1 741რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობას, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ხაქართველოში ამ ინფექციამ 13 860 ადამიანი იმსხვერპლა.ამ დრომდე დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. ქვეყანამ შემოდგომისთვის დასახულ მიზანს, მოსახლეობის 60%-ის აცრას ვერც წლის ბოლომდე მიაღწია. პირველი იანვრის მონაცემებით, სრულად აცრილია 40%, ხოლო ერთი დოზით მაინც 44,9%.რაოდენობრივად აცრის შედეგები ასეთია:ჩატარებულია 2 514 871 აცრა;სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 290 114 ადამიანი (18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 44,9%);სრულად ვაქცინირებულია 1 149 956 ადამიანი (18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 40%;ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 73 465 ადამიანს.საქართველოში ამ დროისთვის 3 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი. ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს, 12 წლის ზემოთ. უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge. გარდა ამისა, აცრა დაშვებულია რეგისტრაციის გარეშეც, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.სტატიის წყარო: on.geThe post 2021 წელს საქართველოში კორონავირუსით 11 332 ადამიანი გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts