Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ბუღრიძემ გორის “დილა” დატოვა


Recommended Posts

გორის “დილა” 24 წლის შემტევმა ირაკლი ბუღრიძემ დატოვა და მოსალოდნელია, კარიერა ყაზახეთში გააგრძელოს. ბუღრის შემოთავაზებები ეროვნული ლიგის გუნდებიდანაც აქვს.

ირაკლი “დილამ” გასულ სეზონში “დინამო თბილისიდან” 80 ათას ლარად შეიძინა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ძალიან იშვითად ხვდებოდა და 28 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი შეასრულა.

ბუღრიძე 2017 წელს “ლოკომოტივში” იყო, შემდეგ საუკეთესო პერიოდი საჩხერის “ჩიხურაში” გაატარა, საიდანაც ბელგიურ “ბეერსხოტში” მოხვდა, თუმცა ბელგიაში სათამაშო დრო ვერ მიიღო და “დინამო თბილისში” გადმოვიდა. “დინამოში” 10 შეხვედრა ჩაატარა და “დილაში” წავიდა.

 

The post ირაკლი ბუღრიძემ გორის “დილა” დატოვა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...