planeta.ge Posted January 3, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2022 პირველი არხის ჟურნალისტი ელენე ბილიხოძე ვიქტორ სანეევის საქართველოში სტუმრობას და მასთან ინტერვიუს ჩაწერის დროს მომხდარ შემთხვევას სოციალურ ქსელში იხსენებს:„ლეგენდარული ვიქტორ სანეევის 60 წლის საიუბილეო თარიღი ბადრი პატარკაციშვილის ძალისხმევით თბილისში გრანდიოზულად აღინიშნა…იყო მღელვარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეძლებდა თუ არა თავად იუბილარი აქ ჩამოსვლას, მაგრამ ბატონმა ბადრიმ იმ დროს მართლა შეუძლებელი შეძლო და თითქმის 14 წლიანი განშორების შემდეგ ის მეუღლესთან ერთად თბილისში ჩამოფრინდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ რადგან ბატონი ვიქტორი ბატონი ბადრის პირადი სტუმარი გახლდათ ყველანაირი ექსკლუზივი ტელეკომპანია იმედის იქნებოდა, თუმცა მე მაინც წინასწარვე თადარიგი დავიჭირე და ბატონ ემზარ ზენაიშვილს ვთხოვე თუნდაც 15 წუთით მისი ჩაწერის საშუალება მოეცათ.იმ დროს საქართველოს რადიოს ლევან გახელაძე ხელმძღვანელობდა და როდესაც ამ საიუბილეო ღონისძიებების შესახებ ვსაუბრობდით მითხრა იქნებ შევძლოთ და ყველაზე პირველად ჩვენთან რადიოს პირდაპირ ეთერში მოვიდეს სტუმრადო…სიმართლე გითხრათ ცოტა შემეშინდა, მაგრამ ისევ ბატონ ემზარს ვთხოვე ეს დეტალი ბატონ ბადრისთან შეეთანხმებინა და ამდენი წლის შემდეგ ასე საჯაროდ ვიტყვი პირველად ბატონმა ბადრიმ რადგან ელენესთან მიდის პირდაპირ ეთერში პრობლემა არ არისო…დაიწყო გადაცემა..ყველანი ვღელავდით და განსაკუთრებით ბატონი ვიქტორი, ასე მგონია შეჯიბრიდან ჩამოვედი და ისე როგორც მაშინ ხდებოდა პირდაპირ ტელევიზიაში მოვედიო…დიახ ესეც ერთგვარი შეჯიბრი იყო…მსმენელია ხაზზეო რეჟისორმა და ეთერში გაისმა ქალბატონის ხმა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული რუსული აქცენტით საუბრობდა…ეტყობოდა ღელავდა…ეტყობოდა, რომ რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა და უცებ სტუდიაში ისმის ქალბატონ იანას ვიქტორის მეუღლის გაოგნებული შეძახილი…ქალბატონმა იანამ ამ ხმაში მათი სოხუმელი კარის მეზობელი შეიცნო და…მერე ის რამდენიმე წუთი ეთერში რა ემოცია იყო თავად წარმოიდგინეთ, საქართველოს რადიო აქაც პირველი იყო…მის ეთერში სოხუმიდან საუბრობდნენ…ლეგენდა ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა…“ – წერს ელენე ბილიხოძე. The post ბატონმა ბადრიმ იმ დროს შეუძლებელი შეძლო და თითქმის 14 წლიანი განშორების შემდეგ ვიქტორ სანეევი მეუღლესთან ერთად თბილისში ჩამოფრინდა – რას იხსენებს სპორტული ჟურნალისტი? appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts