planeta.ge Posted January 3, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2022 20 წლის მადაგასკარელი ქალმა ახალ წელს თვითმფრინავის ტუალეტში იმშობიარა და ახალშობილი თავიდან მოიცილა. მავრიკის აეროპორტის თანამშრომლებმა ჩვილი სანაგვეში იპოვეს. ქალი, რომელმაც, სავარაუდოდ, ფრენის დროს იმშობიარა, დაკავებულია. ავიაკომპანია Air Mauritius-ის კუთვნილი თვითმფრინავი მავრიკში, საერთაშორისო აეროპორტში 1 იანვარს დაეშვა. აეროპორტის თანამშრომლები თვითმფრინავის ჩვეულ შემოწმებას ატარებდნენ, როდესაც შენიშნეს სისხლიანი ქაღალდი, რომელთან ახლოსაც ახალშობილი აღმოაჩინეს. ჩვილი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, პოლიციამ ყველა მგზავრი დაკითხა. 20 წლის მადაგასკარელი ქალი თავდაპირველად უარყოფდა, რომ ბიჭი მისი შვილი იყო, თუმცა ის სამედიცინო შემოწმებაზე გადაიყვანეს და ექიმებმა დაადასტურეს, რომ მგზავრმა სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა. როგორც BBC წერს, დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ქალს დაკითხავენ და ახალშობილის მიტოვების გამო ბრალს წარუდგენენ.რუსთავი 2The post ქალმა ახალ წელს თვითმფრინავში იმშობიარა და ჩვილი სანაგვეში ჩააგდო appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts