Jump to content
Planeta.Ge

რისთვის შეხვდა „პატრიოტთა ალიანსი“ სალომე ზურაბიშვილს?


Recommended Posts

ირინე გოგოსაშვილი

ამ რამდენიმე დღის წინ, სალომე ზურაბიშვილთან „პატრიოტთა ალიანსის“ შეხვედრა ქილიკის საგანი გახდა, არიქა, ირმა ინაშვილი მალე ბოკერიას და ნაცმოძრაობას ჩაეხუტება, პრეზიდენტთან საერთო სახლხო შერიგებაზე ისაუბრესოო… მაგრამ ბევრმა არ იცის, რა საკითხებზე იყო საუბარი შეხვედრაზე…

სწორედ ამიტომ ,,ალია“ დაუკავშირდა ირმა ინაშვილს:

– პრეზიდენტთან ჩვენი შეხვედრისას არანაირ შერიგებაზე საუბარი არ ყოფილა. საერთოდ არ დასმულა ჩვენთან ეს საკითხი და ვერც დასვამდნენ!!! ზურაბიშვილს მშვენივრად მოეხსენება ჩვენი პოზიცია, იცის ჩვენი რეზოლუციის პროექტის შესახებ, სადაც ნაცმოძრაობის ფაშისტურ რეჟიმად გამოცხადებას ვითხოვთ და ამიტომ – არც მისი და მითუმეტეს, არც ჩვენი მხრიდან არანაირ შერიგებაზე საუბარი არ ყოფილა!

დავით თარხან- მოურავმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქვეყნის -კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნების დანიშვნაა. ამასთან, ქვეყანა უნდა გადავიდეს საყოველთაო, სავალდებულო არჩევნების რეჟიმზე ანუ არჩევნებში მონაწილეობა უნდა გახდეს სავალდებულო, რაც შესამჩნევად შეამცირებს არჩევნების გაყალბების მასშტაბს.! ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ბოლოს ბოლოს საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.!

აი, ამაზე უნდა შედგეს ფართო და კონკრეტული შეთანხმება და დაიწყოს რეალური ცვლილებების განხორციელება. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მართლმსაჯულების რეფორმას, რაც არანაირად არ გულისხმობს იმას, რომ დამნაშავემ არ აგოს პასუხი!. შეიძლება თამამად ითქვას, რომ შეხვედრის ძირითადი დრო არჩევნების თემას დაეთმო. ხაზს ვუსვამ:

არანაირ შერიგებაზე საუბარი არ ყოფილა. ჩემი მიზანი არაა სხვადასხვა პარტიების შერიგება, ჩემი მიზანი პარტიების ლიდერთა მოსაზრებების გაცნობააო, ბრძანა ქალბატონმა სალომემ და ჩვენც გავაცანით ჩვენი პოზიცია. ვიმეორებ: უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიად, ყოველგვარი ტერორისა და მოსყიდვის გარეშე. გაყალბების გარეშე!

არჩევნებში მონაწილეობა უნდა გახდეს სავალდებულო! აი, აქ უნდა შეასრულოს პრეზიდენტმა მისი საკვანძო როლი…..

– ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრეთ?

-რაც გინდათ დაარქვით, გნებავთ ვადამდელი, გნებავთ რიგგარეშე…ფაქტი ჯიუტია! -ასე დიდხანს აღარ შეიძლება გაგრძელდეს და პირდაპირ გეუბნებით-2024 წლამდე იქნება ეს არჩევნები!!!

,,ალიას“ რედაქციას, თქვენს მკითხველებს და თქვენ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით, ბევრ სიახლეებს გვპირდება!

The post რისთვის შეხვდა „პატრიოტთა ალიანსი“ სალომე ზურაბიშვილს? appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...