planeta.ge Posted January 3, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2022 საქართველოში 2021 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საბაზო ინფლაციამ 2021 წლის დეკემბერში 5.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით განისაზღვრა.ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე – თევზეული (2.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2%), რძე, ყველი და კვერცხი (1.9%), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.8%)ზეთი და ცხიმი (0.9%) ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-0.7%);სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9%-ით. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების (1.2%) ქვეჯგუფზე; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-2.4%), ისე ტანსაცმლის (-0.7%) ქვეჯგუფებზე.The post საქართველოში 2021 წელს ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts