Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo რა შემთხვევაში შევა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში


Recommended Posts

„თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ რუსთავის ციხესთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოსთან“ უკვე ისაუბრეს. მისივე ინფორმაციით, „ლელო“ „ენმ“-ს პოზიციას მხარს დაუჭერს. დეკანოიძე ვარაუდობს, რომ სხვა ოპოზიციური ფრაქციების მხარდაჭერაც ექნებათ.

„არავითარი უფლებამოსილება აღარ ექნება ლონდა თოლორაიას ძალიან მალე. ეს ხელისუფლებამ ზუსტად იმისთვის გააკეთა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ იყოს. თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში. საუბარი მქონდა „ლელოს“ ფრაქციასთან. მათი პოზიცია არის ის, რომ ჩვენს ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ვფიქრობ, სხვადასხვა ოპოზიციური ფრაქციები არ იქნებიან წინააღმდეგი, რომ ეს ბერკეტი ამოქმედდეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

The post რა შემთხვევაში შევა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...