planeta.ge Posted January 2, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2022 „ფენიქსი“ ქართულ ბაზარზე სამაგიდო თამაშების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.კომპანია თავადაც ქმნის სანაგიდო თამაშებს და ასევე ეხმარება ნებისმიერი იდეის ავტორაც.„ფენიქსის“ დამფუძნებელი გიორგი სამხარაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მან და მისმა მეგობრებმა საქმის კეთება მწირე ბიუჯეტით და საკუთარი რესურსებით დაიწყეს.„დამფინანსებელი არავინ გვყოლია, ჩვენი რესუსრებით და ფინანსებით დავიწყეთ პირველი თამაშის შექმნა. როდესაც იდეა რეალობად იქცა ძალიან ბევრი დაგვიგდა გვერდში, მაღაზიებმა ჩვენი თამაშები საუკეთესო თაროებზე განათავსეს და მათ რეალიზებაში დაგვეხმარნენ. ასევე ძალიან დაგვეხმარნენ მარკეტინგული კომპანიებიც, ასე რომ პირველი ნაბიჯების გადადგმისას ძალიან გაგვიმართლა“, – განაცხადა სამხარაძემ.მისივე თქმით, კომპანია ფინანსური სირთულეების გარდა სხვა სირთულეებსაც გადააწყდა.„სამაგიდო თამაშები ახალი ინოვაცია იყო, ამიტომ ჩვენ არამარტო თამაშების შემქნა გვიწევდა, არამედ გვიწევდა მოსახლეობაზე მორგებული თამაშების მოფიქრებაც, ამასთანავე ჩვენი აუდიტორიაც ჩვენვე უნდა შეგვექმნა. სხვანაირად დაინტერება არ გაიზრდებოდა. ჩვენი მიზანი ქართული აუდიტორიის სრული ათვისებაა, ამიტომ ამაზე დღესაც ვმუშაობთ, შეიძლება მოსახლეობის რაღაც ნაწილი მარტივად დაინტერესდეს, თუმცა სრული აუდიტორია დააინტერესო სიახლით შედარებით რთულია“, – აღნიშნა მან.ქართული აუდიტორიის სრულად ათვისების გარდა „ფენიქსის“ გეგმები უფრო მასშტაბურია. კომპანია 2022 წლიდან აპირებს, რომ გახსნას Game Room-ები და ასევე სამაგიდო თამაშები გაიტანოს უცხოეთში.„ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ გაიხსნას Game Room-ები, სადაც ადამიანები შემოვლენ მაგიდას იქირავებენ და ითამაშებენ, ეს არ იქნება ფულზე თამაში და აზარტის მოყვარულ მოთამაშეებს დაუკმაყოფილებლობებს აზარტს. ამ იდეის გეგმაც ნაწილობრი ესეც არის, რომ აზარტული თამაშები და ფულზე თამაში ეტაპობრივად ჩაანაცვლოს. ასევე ვგეგმავთ, რომ საქართველოში მიღწეული მიზნების შემდეგ თამაშები გავიტანოთ ჩინეთში, სადაც რა თქმა უნდა მოხდება მეტი რაოდენობის თამაშის გამოშვება, თანაც ეს უფრო ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული“, – აცხადებს გიორგი სამხარაძე.როგორც გიორგი სამხარაძე DailyInfo-სთან აცხადებს, მოლოდინებმა გაამართლა. სიახლის მიუხედავად პირველი ეტაპისთვის მიზანს მიხწეულია.ახლი წლიდან კი „ფენიქსი“ ახალი და დიდი გეგმებით ბრუნდება. ნებისმიერ მსურველს შეეძლება ეწვიოს ფენიქს ითამაშოს სამაგიდო თამაშები, ვისაც იდეა აქვს კომოანია იდეის ავტორებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.The post „ფენიქსი“ – ქართული სამაგიდო თამაშების სივრცე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts