planeta.ge Posted January 2, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2022 „თერაპიული დღიურები“ სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ტეტე ბოლქვაძემ და მარი თევზაძემ ჯერ კიდევ პანდემიის დროს შექმნეს.დღიურის შექმნის მიზანი პანდემის პირობებში მეტი სიახლისა და პოზიტივის შექმნა იყო.„თერაპიული დღიურის შექმნის იდეა დაგვებადა პანდემიის დროს, როდესაც ყველა ვეძებდით რაიმე სიახლეს ცხობრებაში, რომ პოზიტივით შეგვევსო ეს პერიოდი და არამარტო.ერთმანეთს ვუზიარებდით სხვადასხვა შემეცნებით ინფორმაციებს, პერსონალური განვითარების საკითხებს, ინფორმაციას ხელოვნებაზე და ფსიქოლოგიაზე, ბოლოს ვიფიქრეთ რა კარგი იქნებოდა ისეთი რამ სადაც ყველაფერი ეს, ერთად იქნებოდა თავმოყრილი.რადგან ვსწავლობთ დიზაინზე და გვაქვს გამოცდილება,დღოურის დიზიანი და ფორმატი შევქმენით ჩვენ,მხოლოდ ორმა. ჩვენი მთავარი ამოცანაა ადამიანებს მიეცეთ მოტივაცია, ცხობრებას შეხედონ პოზიტოური მხრიდან, თვითშეფასება აიმაღლონ და ამავდროულად მეტი გაიგონ ხელოვნებასა და ფსიქოლოგიაზე“, – აცხადებს ტეტე ბოლქვაძე.ტეტე ბოლქვაძემ ჩვენთან ინტერვიუს დროს „თერაპიული დღიურების“ თავისებურებაზეც ისაუბრა, სადაც მომხმარებლებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ.„დღიურში მიმიფანტულია სხვადასხვა საინტერესო გვერდები,რომელი რა დროს შეგხვდება ესეც სურპრიზია.. ასევე დღიურში შეგხვდებათ სამი კონვერტი, რომელშიც სიტყვები თითოეული მომხმარებლისთვის ლატარიის პრინციპითაა გათვლილი, რადგან თერაპია მომხმარებლის პირადი დღიური იქნება, ამიტომ თავისუფალ სივრცეს ვუტოვებთ მათ, რაც ნიშნავს რომ ცარიელი გვერდებიც იქნება და შეეძლებათ თავიანთი სურვილით შეავსონ“, – აცხადებს ის.ტეტე ჩვენთან საუბრისას იმ პრობლემებსაც შეეხო, რომლებსაც ის და მის მეგობარი საქმის წამოწყების დროს გადააწყდნენ.„როდესაც დავიწყეთ ჩვენი პროექტის განხორციელება,შესაბამისი სტამბის პოვნა გაგვიჭირდა, რომელიც მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. ამან შეაყივნა ჩვენი იდეის განხორციელება რამდენიმე თვით, სანამ არ ვიპოვეთ ჩვენთვის სასურველი.სტარტაპის საწყისი ინვესტიცია 8 500 ლარი იყო, რომელიც სრულიად ჩვენი სახსრებით დაიფარა.მუშაობის პროცესში, ჩვენი იდეა ისე მოგვწონდა რომ ველოდით ხალხის დიდ გამოხმაურებას, თუმცა ჩვენს მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა.თავიდან ვფიქრობდით ერთ ლიმიტირებულ გამოშვებას, მაგრამ ხალხის დიდი მოთხოვნის გამო უკვე მესამე ლიმიტირებული გამოვუშვით და გაჩერებას არ ვაპირებთ“, – თქვა მან.ახალგაზრდებს სამომავლო გეგმებიც აქვთ, ისინი თავიანთი საქმიანობის მასშტაბების გაზრდასაც აპირებენ.„სამომავლოდ, რაც არ გულისხმობს შორეულ მომავალს საქართველოში ვაპირებთ დიდი რაოდენობით ჩვენი პროდუქტის გამოშვებას, ვგეგმავთ მეორე ნაწილის გამოშვებას და უცხოურ ბაზარზე თავის დამკვიდრებას, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდი ჩვენი ევრეპელი და ამერიკელი მეგობრებისგან..ყველა წიგნის ბოლო გვერდზე წერია, რომ დამზადებულია საქართველოში, რაც ქვეყნის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს.და ბოლოს ძალიან ბედნიერები ვართ რომ ჩვენი დღიურით ბევრ ადამიანს ვანიჭებთ სიამოვნებას. და ეს გვაძლევს უფრო მეტ მოტივაციას რომ მეტი და მეტი გავაკეთოთ. მადლობა დედას,მამას და ჩვენს მეგობრებს ნდობისთვის“, – განაცხადა ტეტე ბოლქვაძემ.The post „თერაპიული დღიურები“ – გახადე ცხოვრება უკეთესი პანდემიის დროს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts