planeta.ge Posted December 30, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2021 პარლამენტმა განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში. თამბაქოს მოწევა აგრეთვე აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში -ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა. კანონს დაემატა ტერმინი - "ბრენდის გაფართოება". დაწესებულება ვალდებული იქნება არ დაუშვას იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts