planeta.ge Posted December 30, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2021 საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. თოლორაიას თქმით, პარლამენტმა დამოუკიდებელ უწყებას ძირი გამოუთხარა და გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორების გვერდის ავლით მიიღო. "მიღებული კანონის თანახმად, სამსახურიდან გაგვათავისუფლეს მე და ჩემი მოადგილეები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მიუღებელი იყო დამოუკიდებელი ორგანო დამოუკიდებელი ხელმძღვანელებით. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ მიუღებელია ობიექტური და კანონიერი შეფასებები. ჭერის ღილაკს ხელი დააჭირა, შევახსენებ, რომ საზედამხედველო უწყებებს ქვეყნები არ ქმნიან იმისთვის რომ უპირობოდ დაეთანხმონ ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას. საზედამხედველო უწყებებს განვითარებულ ქვეყნებში ქმნიან იმისთვის, რომ თავისი სათქმელი თქვას, როცა სახელმწიფო უწყებები არღვევენ ადამიანის უფლებებს", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. სახელმწიფო ინსპექტორი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს. "ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა. მინდა მადლობა გადავუხადო მას გამოხატული მხარდაჭერისთვის. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს. ეს სამართლებრივი ბრძოლა არ დასრულებულა! მინდა გისურვოთ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ქვეყანაში ცხოვრება!", - განაცხადა ინსპექტორმა. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts