planeta.ge Posted December 30, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2021 რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილი სუსტად, მაგრამ მხნედ არის. "პრეზიდენტი სააკაშვილი ფიზიკურად არის სუსტად, მაგრამ ის არის ძალიან მხნედ. ამბობს, რომ იბრძოლებს ბოლომდე, იმიტომ რომ აქედან გამოვა მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებული. ის ასევე ძალიან ღელავს და სოლიდარობას უცხადებს მოშიმშილეებს, რომლებიც შიმშილობენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. სულ რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება წერილი, რომლითაც ის მიმართავს მოშიმშილეებს, პარტიას და წარმოადგენს საკუთარ ხედვას, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts