planeta.ge Posted December 30, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2021 "Vendoo - ვენდუ არის საქართველოში პირველი ონლაინ მოლი, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და უზრუნველყოფს პროდუქციის ყიდვა-გაყიდვას საუკეთესო პირობებითა და მაქსიმალური კომფორტით." ამ სიტყვებს ვკითხულობთ ვენდუს საიტზე "ჩვენ შესახებ"-ის განყოფილებაში, რომელიც ლამაზად ჟღერს თუმცა რა იმალება რეალურად ამ "საუკეთესო პირობები"-ს მიღმა? TIA.ge-ს მოხმარებელი დაუკავშირდა, რომელსაც მისი მწარე გამოცდილების გაზიარება სხვა მომხმარებლისთვის სურს, რათა იცოდნენ რას უნდა ელოდნონ. როგორც ვებ გვერდის მომხმარებელი, ამირანი, გვიყვება 27 დეკემბერს შეიძინა ტელევიზორი და რადგანაც 29, 30, 31 რიცხვები მეტად საახალწლო პერიოდია და მეტწილად არ იქნებოდა სახლში, გადაწყვიტა დამატებით გადაეხადა მიტანის ღირებულება (12 ლარი) რათა მეორე დღეს 28 რიცხვში მიეღო მისი ნივთი. "28-ში დიდხნიანი ლოდინის შემდეგ დამიკავშირდა ოპერატორი და მითხრა რომ ნივთის მოწოდება ვერ ხდებოდა (მათივე მიმწოდებლის გამო) და მთხოვა თუ შეიძლება ხვალ (29 დეკემბერს) მოგიტანოთო. ოპერატორს ჩემი მხრიდან განემარტა, რომ ხვალიდან სახლში მუდმივად არ ვიქნებოდი და ამიტომ უნდა მოეტანათ 5 საათამდე. ამასთან მოვითხოვე განმარტება, რომ მე ნივთის მეორე დღით მიტანაში დამატებით თანხა გადაგიხადეთ რასაც ვერ ასრულებთ და ამ შემთხვევაში რა ხსებათქო. გოგონამ მითხრა რომ სხვაობას დამიბრუნებდნენ. კარგი შევთანხმდით და მეორე დღის 5 საათამდე დაველოდები ამანათს სხვა რა გზა მქონდა. თუმცა ცოტახანში გაისმა კვლავ ზარი და კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიტანის თანხის სხვაობას ვერ დამიბრუნებდნენ რადგან ნივთი განვადებით იყო შეძენილი. რა თქმა უნდა ამაზე გავბრაზდი და ვერ მივიღე განმარტება რა შუაშია მიტანის ფული ნივთის განვადებასთან, ან რატო ვერ მოხდება თანხის დარუნება და რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ბანკი ურიცხავს ფულს თუ ჩემი ანგარიშიდან ხდება ამ თანხის გადახდა. საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ეს თანხა კომპანიამ მიითვისა. საუბარი არ არის აქ 12 ლარზე ან 5 ლარზე, იმედია დამეთანხმებით ერთ თეთრიც კი როცა არ არის მიდი ვალდებულია მოახდინოს უკუდარიცხვა. მაგრამ მხოლოდ ეს როდი იკმარეს. გადავადებული მომსახურებას ბოლო წუთამდე ველოდი 29 რიცხვის 5 საათამდე რადგან როგორც გავაფრთხილე შემდეგ სახლში ვერ ვიქნებოდი. დავრეკე ცხელ ხაზზე და ვუთხარი, როგორც მითხარით ნივთ არ მოიტანეს და რა ვქნა რომ ვერ ვიქნები სახლშითქო? ოპერატორმა ახალი წლები მოიმიზეზა და შევთანხმდით, რომ 30-ში ანალოგიურად 5 საათამდე მშევძლებდი ნივთის მიღებას. ოპერატორმა თქვა, რომ 4-სკენ გამოდიან საწყობინას კურიერები და 5 საათამდე მოტანა მოსწრებადია. 29 რიცხვში 21:44 წუთზე მირეკავს მძღოლი მეუბნება რომ ამანათ მოაქვს. რა თქმა უნდა ვუთხარი რომ სახლში არ ვარ და ვერ მოვიდოდა, ამის შესახებ კი ოპერატორმა იცოდა და წესით მისთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ. კვლავ მივაწოდე ინფორმაცია კურიერსაც, რომ 30-ში ვართ შეთანხმებული დღს პირველ ნახევარზე და 5 საათამდე უნდა მოიტანოთთქო. დადგა ნანატრი 30 რიცხვი და 4 საათზე მაინც გადავრეკე ცხელ ხაზზე და გავაფრთხილე, კიდევ არ მოსულა ამანათ და ამ საცობებში 1 საათში არამგონია მოასწროს და რა ხდებათქო. ოპერატორი "შეწუხდა" და მითხრა, რომ გაარკვევდა და დააჩქარებდა მოწოდებას. თუმცა რა შეუსრულებიათ ეს რო შეესრულებინათ. 5 საათზე კვლავ დავრეკე და არავის დაურეკავს არავინ მოსულა და რა ვქნა მთელი დღე ვერ ვიქნები სახლშითქო. იქიდან კი მივიღე დაპირება რომ დღეს მომიტანდნენ მაგრამ ვის მიუტანდნენ არ ვიცი, რადგან რომ ვუთხარი თუ მოიტანენ და არ ვარ სახლში რა ხდებათქო პასუხად მივიღე, რომ უკან წაიღებდნენ და 12 ლართან ერთად ამასაც მიითვისებდნენ ალბათ (არ ვიცი ყველაფერია მოსალოდნელი). რაც ყველაზე ამაზზრზენი იყო ამდენი ტყუილის შემდეგ 6 საათისთვის რეკავს ტელეფოზე ვენდუს ლოჯისტიკის წარმომადგენელი. ჩემი მხრიდან პასუხისას მოლოდინი მაქვს რომ მოიბოდიშებს, მწუხარებას გამოთქვამს, თანხის დაბრუნებას მოახდენს, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. ვინმე თამუნა იწყებს გონორით ლაპარაკს რომ მე 29 რიცხვში ღამე დამირეკეს და ნივთი არ ჩავიბარე, ამიტომ რა პრეტენზიაბი მაქვს ვერ გაუგია. აქეთ დამადანაშაულა მათ მიერ მითვისებულ თანხაში, არაერთგზის ტყუილში და თურმე ახალი წელია და ყველას საჩუქარი უნდა და დიდი ამბავი თუ არ მომიტანეს. ასე 5 საათამდე ვერ ივლიან და 10 საათზე რო უნდათ იმათ მოტანა უნდა დახვდე თურმე. რათქმა უნდა ამ უპასუხისმგებლო ზარმა გამაღიზიანა და ტონის აწევაც მომიწია, არაერთგზის ახსნა რომ მე რადგან ვიცოდი არ ვიქნებოდი სახლში მეორე დღის შეკვეთა გავაკეთე და თუ ვერ მომიტანეს ეს მათი პრობლემაა, შემდეგ დღეებში კი ნება ებოძათ და მორგებოდნენ ჩემ გრაფიკს (რომელიც არც ისე არარეალურია 5 საათამდე საკმარისი დროა არა? ) და კვლავ ვითხოვე კუთვნილი მიტანის თანხის დაბრუნება. პასუხად მივიღე, რომ განვადების შემთხვევაში თანხას ვერ დააბრუნებენ, ვითომ მათ ანგარიშზე არ ირიცხება რა აზრი აქ განვადებაა თუ ბარათით გადავიხადე, და ვაუჩერს დამისვამს ანგარიშზე, რომელსაც ვადა აქვს 1 თვე.საიტზე სადაც შეიძლება წელიწადში ერთხელ იყიდო რამე და საიტზე სადაც ამხელა ამბის მერე არაფრის ყიდვა არ მომინდება, თურმე ვაუჩერს მომცემენ და ეს იქნება ჩემი კუთვნილი თანხის დაბრუნება, რომელსაც ვერ გამოვყენებ და ისევ მათ შერჩებათ. ეს არის თაღლითური ქმედება კომპანიის მხრიდან და შეცდომის შემდეგ პასუხისმგებლიანად მოქცევის მაგივრად უზრდელური და უხეში ურთიერთბა მომხმარებელთან." აცხადებს საიტის მომხმარებელი. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts