Jump to content
Planeta.Ge

interpost.ge- “ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი… ბედნიერი ვარ” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძისა და მის ქალიშვილზე?


Recommended Posts

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მისი და სოფო ნი­ჟა­რა­ძის ქა­ლიშ­ვილ­ზე წერს. ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი 2 ივ­ნისს ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ნი­ჟა­რა­ძე ქა­ლიშ­ვილს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ზრდი­და და სამ­შობ­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და. მომ­ღე­რა­ლი ბავ­შვის მა­მის ვი­ნა­ო­ბა­ზე სა­ჯა­როდ აქამ­დე არ სა­უბ­რობ­და.

“მო­გე­სალ­მე­ბით რუს­თა­ვის ცი­ხი­დან, ფი­ზი­კუ­რად და­სუს­ტე­ბუ­ლი, მაგ­რამ მო­რა­ლუ­რად მხნე!სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჩვე­ნი ხალ­ხის ღირ­სე­უ­ლი მო­მავ­ლის­თვის ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა! თუმ­ცა, დღეს მინ­და მი­მა­ვა­ლი წლის მთე­ლი სიმ­ძი­მე გვერ­დით გა­დავ­დო. 31 დე­კემ­ბე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დღეა. დღე, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვა­ერ­თი­ა­ნებს და ერ­თნა­ი­რად გვიყ­ვარს დიდ­სა თუ პა­ტა­რას.

ის მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბებ­სა და კე­თილ სურ­ვი­ლებს აცო­ცხლებს. ამი­ტო­მაც, მინ­და მო­გი­ლო­ცოთ გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლას, რად­გან ეს დღე ყვე­ლა­სია – იწყე­ბა ახა­ლი წელი და ჩნდე­ბა ახა­ლი შან­სი შეც­ვა­ლო, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სო, გა­ა­კე­თილ­შო­ბი­ლო! მი­დის ძვე­ლი წელი და გეძ­ლე­ვა შან­სი, რომ გან­ვლილ წელ­ში და­ტო­ვო ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც აქამ­დე არ ან ცუ­დად გა­მოგ­დი­ო­და!

წარ­სულ­ში და­ტო­ვო მტრო­ბა, შუღ­ლი, და­პი­რის­პი­რე­ბა – ის, რაც გან­გრევს შიგ­ნი­დან და ან­გრევს გა­რეთ შენს ქვე­ყა­ნას.ყვე­ლას გი­სურ­ვებთ, ახა­ლი 2022 წელი ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი ყო­ფი­ლი­ყოს პი­რა­დად თქვენ­თვის და თქვე­ნი სამ­შობ­ლოს­თვის!ეს პირ­ვე­ლი ახა­ლი წე­ლია, რო­მელ­საც ცი­ხე­ში ვხვდე­ბი, მაგ­რამ შე­ვე­ცა­დე ოპ­ტი­მიზ­მი მა­ინც არ და­მე­კარ­გა და ამა­შიც მე­პოვ­ნა სი­კე­თის მარ­ცვა­ლი. დიახ, სა­მა­გი­ე­როდ, წელს პირ­ვე­ლი წე­ლია, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზო­რის ეკ­რა­ნი­დან თა­ვის დე­დი­კოს­თან ერ­თად სცე­ნი­დან მოგ­ვე­სალ­მე­ბა “მთა­ვა­რი არ­ხის” სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მო­ნა­წი­ლე, ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი გოგო და ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი შვი­ლი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს და ჩემი ახა­ლი წელი სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია არა ცი­ხის კედ­ლე­ბით, არა­მედ ჩემი საყ­ვა­რე­ლი გო­გოს სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბი­უ­ტით და კვლავ, გი­ლო­ცავთ ახალ წელს და გი­სურ­ვებთ ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს. 2022 წელს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შევ­ცვა­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი ისე, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი უფრო ლა­ღე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი გახ­დნენ!გი­ლო­ცავთ! მრა­ვალს და­ეს­წა­რით!მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი” – წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

The post “ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი… ბედნიერი ვარ” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძისა და მის ქალიშვილზე? appeared first on InterPost.ge.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...