planeta.ge Posted December 30, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2021 ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესს გუნდში ალვარო მორატას მიყვანა სურს.29 წლის ესპანელი თავდამსხმელი მადრიდის “ატლეტიკოს” საკუთრებაა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ტურინის “იუვენტუსში” თამაშობს.ჩავი მორატას უკვე ესაუბრა. “ბლაუგრანას” თავკაცმა კლუბის ხელმძღვანელობას ესპანელი ფორვარდის დამატება სთხოვა.ალვარო მორატამ იტალიის A-ს მიმდინარე გათამაშებასი ჩატარებულ 15 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მასსა და “ატლეტიკოს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” მორატას სატრანსფერო ღირებულებას 35 მილიონ ევროდ აფასებს.The post ჩავის “ბარსელონაში” მორატას მიყვანა სურს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts