Jump to content
Planeta.Ge

ნიჯატ ყურბანოვი – ლეგიონერი, რომელიც ყველა ქართულ გუნდს გამოადგებოდა!


Recommended Posts

აზერბაიჯანული “კეშლა” 29 წლის თავდამსხმელმა ნიჯატ ყურბანოვმა დატოვა და ჯერჯერობით, უგუნდოდ არის.

ყურბანოვი საქართველოში 2019-20 წლებში თამაშობდა და შედეგიანადაც. “სამტრედიაში” ჩატარებულ 25 მატჩში 10 გოლი შეაგდო და სამტრედიელთა საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

ყურბანოვს ძალიან მძლავრი დარტყმა და პოზიციის კარგი შერჩევა გამოარჩევს. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია და ქართულ ფეხბურთს მშვენივრად მოერგო.

გასულ წელს მისი შენარჩუნება “სამტრედიას” სურდა, მაგრამ ნიჯატმა აზერბაიჯანში დაბრუნება არჩია. იმ ფონზე, რომ ელიგაში კვალიფიციური თავდამსხმელების ნაკლებობაა, ყურბანოვი ნებისმიერ ქართულ კლუბს გამოადგებოდა თავისი გამოცდილებით და საგოლე ალღოთი.

  • ფოტოზე: ყურბანოვმა გოლი 2020 წლის 18 ივლისს აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს მიუძღვნა. მაშინ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი 1 კვირის დაწყებული იყო.

The post ნიჯატ ყურბანოვი – ლეგიონერი, რომელიც ყველა ქართულ გუნდს გამოადგებოდა! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...