planeta.ge Posted December 31, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 31, 2021 საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე:“ბექა ვარდოსანიძის დაკავებასთან დაკავშირებით!დღეს ბექა ვარდოსანიძე დაბარებული იყო კოსტავას ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის მიერ პოლიციაში შეტანილ საჩივარზე. საჩივარი ეხებოდა ერთი კვირის წინ, 24 დეკემბერს მარჯანიშვილზე (5 ივლისს დაკავებულების გათავისუფლებაზე) ჩატარებულ აქციაზე, ბექა ვარდოსანიძესა და ჟურნალისტს შორის შემდგარ საუბარს, რომელი საუბარიც ჟურნალისტმა ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლად შეაფასა…დღეს პოლიციაში ბექა მივიდა ადვოკატთან თემურ ლომიძესთან და ჩემთან ერთად, სადაც ბექა დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავის სიტყვიერი შეურაცხყოფა).დაკავების შემდეგ შევიტყვეთ, რომ გუშინ გამომძიებელ ქალბატონს პოლიციაში დასაბარებლად ბექასთვის დაურეკავს, რაზეც ბექას მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა (ეს შევიტყვეთ პოლიციელებისგან, ამაზე კომენტარს ბექა გააკეთებს, როცა გათავისუფლდება).ამჟამად ბექა გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში ავჭალაში. სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება სასამართლო პროცესი, მისი ადვოკატი თემურ ლომიძე დროს გვეტყვის და შეგატყობინებთ.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.ეს ის მუხლია, რომელიც მიმდინარე წლის 29 აპრილს გაამკაცრეს და ვითომპრეზიდენტ ზურაბიშვილს ვეტოს დადებას მოვუწოდებდით..”The post რატომ დააკავეს ბექა ვარდოსანიძე? – “გუშინ გამომძიებელ ქალბატონს ბექასთვის დაურეკავს…” – ზვიად ტომარაძე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts