Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo გახარიას გუნდის წევრსა და მის არასრულწლოვან შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ


Recommended Posts

გახარიას გუნდის წევრს ზუგდიდის საკრებულოში, მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილს დაახლოებით 8 პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

მალხაზ თორიას განცხადებით, მამის საფლავზე შვილთან ერთად მიდიოდა, როცა სამმა ავტომობილმა გზა ჩაუხერგა და იარაღის მუქარით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მოსვლისთანავე ვეუბნებოდით, რომ შეგეშალათ, მე არ ვარ ის ვისაც თქვენ ეძებთ, რაზეც მიპასუხეს, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ ხართ და რატომ მუშაობ და რატომ ხარ ჩვენს წინააღმდეგ“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

მომხდარს გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, კახაბერ ქემოკლიძე და მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა.

„როგორც ჩანს, ეს წინასაახალწლო პერიოდი განსაკუთრებით მძიმედ უნდა დაგვამახსოვროს ორგანიზაცია „ოცნების“. სამეგრელოს რეგიონულ ხელმძღვანელსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა. მალხაზ ტორია შვილთან ერთად ავტომობილით მისული იყო გარდაცვლილი მამის საფლავზე, რა დროსაც მის ავტომანქანას მიუახლოვდა და გზა ჩაუხერგა სამ ავტომობილმა. სამივე ავტომობილიდან გადმოვიდა 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მიუახლოვდნენ მალხაზ თორიას და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის შვილს. თავდამსხმელებმა დააკავეს ავტომობილი, დაუჭრეს საბურავები და წაართვეს ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით იქნა ნაპოვნი“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

The post გახარიას გუნდის წევრსა და მის არასრულწლოვან შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...