planeta.ge Posted December 31, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 31, 2021 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1 იანვრის შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება.მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით +2, +7, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -2, -7 გრადუსია მოსალოდნელი. დღის საათებში კი დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსამდე დათბება.სააგენტოს ინფორმაციით, 1 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით. 2-4 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება, შედარებით აცივდება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.ამასთანავე, თბილისში 2022 წლის 4 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამის საათებში 0, -2, ხოლო დღის საათებში +8, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება. 2-3 იანვარს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.The post როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალი წლის ღამეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts