planeta.ge Posted December 31, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 31, 2021 2021 წელს „ქართულმა ოცნებამ“ თავი საკმაოდ დაგვამახსოვრა.მმართველი გუნდის ლიდერები მთელი წლის მანძილზე „შიდა კონკურენციით“ იყვნენ დაკავებულები.„ქართული ოცნების“ წევრებმა საქმის კეთებით არა, მაგრამ მათი ფრაზებით ნამდვილად დაგვამახსოვრეს თავი.2021 წლის „კონკურსი“ ივანიშვილმა გახსნა – ოლიგარქმა პოლიტიკიდან წასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ „8 წლის შემდეგ მისია შესრულებულია“, თუმცა აღნიშნა, რომ „გაჭირვებას 5 წუთში ვერ დაძლევ“.„ჩვენ სტაბილურად, 8 წლის განმავლობაში, ყველა მიმართულებით, ხაზს ვუსვამ – ყველა მიმართულებით გვაქვს პრინციპულად უკეთესი მდგომარეობა.ისე არა, ახლა იტყვიან, რამდენი გაჭირვებულიაო, ერთადერთს ამბობენ.გასაგებია, რომ ამ გაჭირვებას ასე 5 წუთში ვერ დაძლევ და დრო სჭირდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში „პირველ არხთან“.ივანიშვილის წასვლას მმართველი გუნდის ახლად დანიშნული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა – „ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა, როგორც ერთადერთი გროსმაისტერი და ერთ წელიწადში საყმაწვილო შამათით დაამარცხა მეხუთეთანრიგოსანი მოძალადეები“.როდესაც გახარია გადადგა, პრემიერად ღარიბაშვილი დაინიშნა, მალევე, „ტვ პირველმა“ პრემიერ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის გაკეთებული ჩანაწერი გაავრცელა.ისინი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავდნენ.„მე დღესაც იგივე პოზიცია მაქვს, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა გავრცელებული ჩანაწერის პასუხად. ამის შემდეგ იყო ბევრი ზიზღი, ცინიზმი და სიძულვილის ენა:„ცხოვრება ცინიზმის გარეშე ძალიან ძნელია. მე ჩემს თავთანაც ძალიან ცინიკოსი ვარ.მე თვითონ ვარ ჩემივე ცინიზმის საგანი ხშირად და ვცდილობ, გარედან შევხედო ჩემს საკუთარ თავს და ახლობლებს ბევრჯერ უსაყვედურიათ, ნუ იცი ხოლმე ასე შენი თავის დაცინვა და დაკნინება, არ ვარგა.ამ დროს მე ვეუბნები, რომ რატომაც არ ვარგა?!“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.წულუკიანი მუდამ „მოწოდების სიმაღლეზე“ იყო:„დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია.ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! )) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ“. ამის შემდეგ „ოცნებამ“ გვაჩვენა, როგორ უნდა დავესხათ თავს ჩვენს „ყოფილ“ მეგობარს – გახარიას გადადგომისა და მისი პოლიტიკურ ველზე ხელახლა გამოჩენის შემდეგ მმართველმა პარტიამ ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ მასშტაბური ანტიპაირი წამოიწყო.გახარია ჯერ ქვეყნის მოღალატედ შერაცხეს და ეს „დიდმა ქართველმა მოღვაწემ“, ბიძინა ივანიშვილმაც დაადასტურა, შემდეგ მას მიხეილ სააკაშვილთან მოკავშირეობა დააბრალეს, აქ ძალიან აქტიური იყო ირაკლი კობახიძე, რომელმაც ქვეყნის „ნომერ პირველი კრიზისმენჯერი“ კოკაინზე დამოკიდებულადაც შერაცხა.„მგონი, ჯობია სხვა თემებზე ვისაუბროთ, ნაცვლად იმისა, რომ ვიღაცა კოკაინშიკზე დავხარჯოთ 15 წუთი… მთავარი თემა არის ის, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ნაციონალური მოძრაობის რევანში“, – ირაკლი კობახიძე.ოქტომერში, თვითმართველობის არჩევნები ყველასთვის მოულოდნელი სცენარით წარიმართა – პირველ ოქტომბერს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა და „ქართული ოცნება“ უშედეგოდ ცდილობდა საკუთარი თავი და მოსახლეობა ამ ინფორმაციის სიცრუეში დაერწმუნებინა:„სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში. ის იყო ღამით, როდესაც ვითომ ვიდეოს დებდა, სასტუმრო რიქსოსში. ახლა, ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ, შეიძლება, დაიმალოს“ – მამუკა მდინარაძე.„საჯარო ინფორმაცია იყო, რომ ჩამოდიოდა 2 ოქტომბერს კიევის რეისით. დღეს გვეუბნება, რომ უკვე ბათუმშია, ე.ი. მოატყუა უკვე თავისი ამომრჩეველი“, – ვიქტორ სანიკიძე.„სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს, უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია“ – შსს.იმავე დღეს ღამის საათებში ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და მიხეილ სააკაშვილი დაკავებულად გამოაცხადა, რის შემდეგაც, ივაშვილს ბიძინაობა მიულოცა.„დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე. 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს“.ამის შემდეგ ღარიბაშვილი გააქტიურდა და გვამცნო, რომ თუ ვინმეს თავის მოკვლა მოუნდება, ეს სახელმწიფოს არ აინტერესებს.„თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას“, – ღარიბაშვილი სააკაშვილზე.შემდეგ უკვე დაშინებაზე გადავიდა და განაცხადა, რომ თუ 2 ოქტომბერს ქართული ოცნების კანდიდატს არ ავირჩევდით სხვა არჩეულ კანდიდატს უფლებებს შეუზღუდავდნენ.„ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომც გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება“.თვითმართველობის არჩევნები დასრულდა, ოცნებამ მუნიციპალიტეტებში უპირატესობები შეინარჩუნა, თუმცა იმდენად დამღლელი აღმოჩნდა ეს, რომ 3 კვირის არჩეულმა აბაშის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ განაცხადა, რომ „თავი ამოწურა“.ქართულმა ოცნებამ თავი ნამდვილად ამოწურა, თუმცა ფაქტია, რომ 2021 წელს მათი განცხადებები უკონკურენტო იყო და კიდევ ბევრი საუკეთესოებში ვერ მოხდა.The post „ქართული ოცნების“ 2021 წლის ფრთიანი ფრაზები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts