planeta.ge Posted December 31, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 31, 2021 ტომას კენედის მკვლელობაგორში 7 ოქტომბერს 4-მა პირმა ბრიტანელი ტურისტი სცემა, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მტკვარში გადააგდო. ტომას კენედის ცხედარი მდინარემ 8 ოქტომბერს სოფელ ქვახვრელთან გამორიყა. მკვლელობის საქმეზე 5 პირი დააკავეს, დაკავებულებიდან ოთხს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან ერთად, ყაჩაღობას ედავებიან, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას. საქმეზე სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია.ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაკიდევ ერთი გახმაურებული საქმე იყო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა. 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, feedc-ის დამფუძნებელს თავს დაესხნენ და 10-მდე გასროლის შედეგად მოკლეს. განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა კვარაცხელიას მკვლელობა ერთად დაგეგმეს. დაახლოებით ერთი კვირის წინ კი ჭელიძემ დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ის მარტომ დაგეგმა.ანასტასია შატალოვას მკვლელობა2021 წლის ერთ-ერთი გახმაურებული კრიმინალური საქმე იყო ანასტასია შატალოვას მკვლელობა. განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია სამი პირი. გამოძიების ცნობით, რუსეთის ქვეყნის მოქალაქეს 18 ოქტომბერს საკუთარ სახლთან ბრალდებულმა ბექა ლატარიამ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ მან მეგობარს, ბიძინა დახმარებას სთხოვა. ის ლატარიას მიმალვაში დაეხმარა. გამოძიების ინფორმაციით, ხასია დაუკავშირდა ლევან რაჯავს და მკვლელობაში ბრალდებულ ლატარია მის საცხოვრებელ სახლში დამალა. შანაი ბრუკის მკვლელობაავსტრალიელი პედაგოგი, შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მისი ცხედარი მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ცხედარს დანაშაულის კვალი აღენიშნებოდა და ადგილზე ნაპოვნი იქნა დანა. გამოძიებით დადგინდა რომ ქალს პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა და შემდეგ მოკლა რაფაელ მურსა კულოვმა. დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულმა ცხედარს ხის ტოტები დააფარა და მკვლელობის იარაღი გადააგდო. პროკურატორის ინფორმაციით მურსაკულოვმა შანაი ბრუკს დაზიანება დანით კისრის არეში მიაყენა და გაგუდა. ამის შემდეგ ის მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და მიიმალა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაწლის ერთ-ერთი გახმაურებული საქმე იყო ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება. ის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ “სირცხვილიას” ოფისის დარბევისას რადიკალების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. ოპერატორი მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა 11 ივლისს კი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზედოზირება დაასახელა. ჩატარდა ექსპერტიზა თუმცა თითქმის 6 თვიანი ლოდინის შემდეგ ოჯახს ექსპერტიზის პასუხი ამ დრომდე არ აქვს. ლექსო ლაშაქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ეპიზოდზე დაკავებულია ორი პირი მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებაბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა განაცხადეს რომ დეპუტატის დაღუპვა ქართული ოცნების მიერ განხორციელებული ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას უკავშირდება. 24 ნოემბერს ენმ-ს წევრმა გიორგი კირთაძემ გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერები, სადაც, მისი თქმით, იკვეთება ფუტკარაძის მიმართ განხორციელებული ზეწოლა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ დადებულა.დავით კრავეიშვილის მკვლელობადავით კრავეიშვილი თბილისში, ლიახვის ქუჩაზე, 4 დეკემბერს მოკლეს. ბიჭს ჭრილობები ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მიაყენეს. კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. გამოძიების ცნობით დაკავებულმა 16 წლის ლ.ი.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კრავეიშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულ პ.ვ. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამართალდამცველებს დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 5 თვის ორსული ცოლის მკვლელობის საქმე22 დეკემბერს ვარკეთილში კაცმა ხუთი თვის ორსული ცოლი, ქეთა კეპულაძე მოკლა. გამოძიების ცნობით, 23 წლის გოგა გზირიშვილმა ცოლს დანით ათობით ჭრილობა ერთი წლის შვილის თანდასწრებით მიაყენა. მან შემდეგ პოლიციაში დარეკა და მათ მისვლას დაელოდა. გზირიშვილის ადვოკატის განცხადებით, მკვლელობას წინ უძღოდა შელაპარაკება. დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. გზირიშვილმა თავად მოითხოვა პატიმრობის შეფარდება. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.The post 2021 წლის გახმაურებული საქმეები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts