Jump to content
Planeta.Ge

tia 3 მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც პანდემიამ გვასწავლა


Recommended Posts

1640849363_istock-1250019224-1038x576.jpg

გაკვეთილი 1: მარტოობის განცდა დაძლევადია

 

მარტოობა არის ჩვენი გონებრივი მსოფლმხედველობის პროდუქტი და, შესაბამისად, ის შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ პროაქტიულად უნდა მივუდგეთ საყვარელ ადამიანებს - როდესაც შესაძლებლობა მოგვეცემა, აუცილებლად გავატაროთ დრო ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად. ხოლო სრულიად უცნობ ადამიანებს გავუზიაროთ ჩვენი ამბები და შევთავაზოთ თანაგრძნობა.

 

იმის გაანალიზება, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ სამყაროში და თითოეულ ჩვენგანს აქვს საერთო სურვილი - იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი, გვეხმარება დავინახოთ, რომ ჩვენ იმაზე მეტი საერთო გვაქვს სხვებთან, ვიდრე ვფიქრობდით. და შედეგად, თავს ნაკლებად მარტოდ ვიგრძნობთ.

 

გაკვეთილი 2: გაურკვევლობასთან ადაპტაცია მნიშვნელოვანია

 

პანდემიის კიდევ ერთი გაკვეთილი არის გაურკვევლობასთან ადაპტირების მნიშვნელობა. ამ რთულმა პერიოდმა წარმოშვა რთული კითხვები, რომელთა უმრავლესობასაც ჩვენს ცხოვრებაში არ განვიხილავდით. კითხვები იმის შესახებ, თუ როდის დაუბრუნდება ცხოვრება ნორმალურ სიტუაციას, სადამდე განაგრძნობს ვირუსი მუტაციას და როგორ დავიცვათ მაქსიმალური უსაფრთხოება. ეს არის ახალი გამოწვევები, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვხვდებით.

 

არავინ არის იმუნური ამ გაურკვევლობის მიმართ, თუმცა, შესაძლებელია ამ რეალობაში ცხოვრების სწავლა. არ უნდა დავუშვათ, რომ გაურკვევლობამ ცხოვრებაში ხელი შეგვიშალოს. ეს კი, ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია.

 

გაკვეთილი 3: უბედურება ცხოვრებისეული ფაქტია

 

დაბოლოს, თუ არის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაც გვასწავლა მსოფლიო პანდემია, ეს არის ის, რომ ვერავინ შეძლებს სრულად განთავისუფლდეს უბედურებისგან. უბედურება არის ცხოვრებისეული ფაქტი - ყოველთვის იქნება მძიმე დრო, რომლის გადალახვაც ძალიან რთული იქნება.

 

კვლევებით დასტურდება, რომ გამძლეობა არის უნარი, რომლის სწავლაც შესაძლებელია. ეს არის ერთ-ერთი იმ უნარ-ჩვევათაგანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შეიძლება იყოს გადამწყვეტი ჩვენი გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის და ჩვენ, ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯები მის გასაუმჯობესებლად.

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...