Jump to content
Planeta.Ge

tia ეს ოპტიკური ილუზია დაგეხმარებათ გაიგოთ, რა გჭირდებათ სასიყვარულო ურთიერთობისგან - 100% ზუსტი ტესტი!


Recommended Posts

1640849354_1-1.jpg

ამისთვის საჭიროა უბრალოდ შეხედოთ სურათს. ის, რასაც პირველად დაინახავთ თქვენი ქვეცნობიერის საიდუმლოს გამოავლენს...

 

 

1640849451_11111_61c49005d852d.jpg

 

1. მამაკაცის სახე

თუ მოცემულ სურათზე, პირველად მამაკაცის სახე დაინახეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ბევრს შრომობს, რათა სხვების პატივისცემა და სიყვარული დაიმსახუროს. როგორც წესი, ეს საკმაოდ მარტივი გამოწვევაა, რადგან კარგად კითხულობთ ადამიანებს და იცით, სხვების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, საკუთარი თავის რომელი ვერსია წარმოადგინოთ.

 

ის, რაც თქვენ სიყვარულისგან გჭირდებათ ესაა - გაგება.

თქვენ რთული ადამიანი ხართ, რადგან ძირითადად, სამყაროს თქვენი თავის საუკეთესო ვერსიას სთავაზობთ. მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ განსაკუთრებული ადამიანი შეძლებს თქვენს გაგებას. თქვენ, უბრალოდ, ამ ადამიანს დრო უნდა დაუთმოთ. ფოკუსირება მოახდინეთ ურთიერთობის დამყარებაზე და შემდეგ მიეცით საკუთარ თავს საშუალება გაბრწყინდეს, რათა „მან“ დაინახოს, დააფასოს და გააღმერთოს.

 

2. კაცი ლაბადაში

თუ ზემოთ მოცემულ სურათზე ქურთუკიანი მამაკაცი დაინახეთ, თქვენ შინაგანი სევდის მქონე ადამიანი ხართ. ეს არ ნიშნავს, თქვენ ხართ კლინიკურად დეპრესიული (თუმცა შეიძლება იყოთ) ან ზოგადად მოწყენილი ადამიანი (თუმცა შეიძლება ასეც იყოს), მაგრამ თქვენ კარგად აცნობიერებთ ბალანსს - სიცოცხლესა და სიკვდილს, ბედნიერებასა და მწუხარებას, დასაწყისსა და დასასრულს შორის...

 

ის, რაც თქვენ სიყვარულისგან გჭირდებათ ესაა - სრული მიმღებლობა.

წარსულში, თქვენი პარტნიორების უმეტესობას სურდა თქვენი შეცვლა ან „გამოსწორება“. მათ არ ესმოდათ, რომ მელანქოლია თქვენი ძირითადი ბუნების ნაწილია. მოძებნეთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიიღოს თქვენი სევდიანი მხარე და ის მარტივად დაიმსახურებს მთელი ცხოვრების თქვენთან ერთად გატარებას!

 

3. ბავშვი

თუ მოცემულ სურათზე, პირველად ბავშვი დაინახეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ხშირად თავს უმწეოდ გრძნობს. რა თქმა უნდა, თქვენ ზრდასრული ადამიანი ხართ. თქვენ იცით, როგორ იზრუნოთ საკუთარ თავზე და როგორ გადაიხადოთ გადასახადები, მაგრამ უმეტესად გაქვთ შეგრძნება, რომ მალე, თქვენი ცხოვრება მთლიანად დაინგრევა. თქვენ ადვილად განიცდით სტრესს, გაწუხებთ უძილობა და სულ მცირე, კვირაში ერთხელ ტირით.

 

ის, რაც თქვენ სიყვარულისგან გჭირდებათ ესაა - გაზრდა.

მოდით, ვაღიაროთ - ბავშვობა დიდი ხნის წინ დასრულდა. თქვენ ეძებთ ისეთ პარტნიორს, ვინც ყოველდღიური გამოწვევების გადალახვაში დაგეხმარებათ. ის, ვინც დილაობით ფინჯან ყავას მოგიმზადებთ, მოუსმენს თქვენს დარდებს და საკუთარ მხარს შემოგთავაზებთ - რათა მშვიდად იქვითინოთ. დიახ, თქვენთვის ასეთია ნამდვილი სიყვარული, ამიტომ ეძებეთ მზრუნველი, თანამგრძნობი ადამიანი!

 

4. ჯადოქარი

თუ მოცემულ სურათზე, პირველად ჯადოქარი დაინახეთ, თქვენ ხართ ცნობისმოყვარე და ვნებიანი ადამიანი. შესაძლოა, არსებობს ერთი რელიგია, რომლისაც გჯერათ, შესაძლოა ასეთი რამდენიმეა, ან შესაძლოა საერთოდ არ არსებობს, თუმცა, თქვენ რწმენით ხართ სავსე. რწმენით, რომ ეს სიცოცხლე ჩვენი ერთადერთი შესაძლებლობაა.

 

ის, რაც თქვენ სიყვარულისგან გჭირდებათ ესაა - სულიერი კავშირი.

თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რომანტიული ცხოვრება იყოს ის ადგილი, სადაც თავს სულიერად სრულყოფილად გრძნობთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი უნდა იზიარებდეთ საერთო რწმენას, მაგრამ ყველაზე მეტად გიზიდავთ ადამიანები, რომლებიც სვამენ იმავე კითხვებს, რასაც თქვენ სვამთ. თქვენ ეძებთ ადამიანს, რომელიც არ გაურბის თქვენს ბუნებას და არ ეშინია თქვენი ცნობისმოყვარეობის.

 

5. ორი ფიგურა

თუ მოცემულ სურათზე, პირველად ორი ფიგურა დაინახეთ, თქვენ ხართ ჯიუტი, მიზანდასახული ადამიანი, რომელიც ყოველთვის აკონტროლებს სიტუაციას.

 

დამღლელად ჟღერს არა? ეს ალბათ იმიტომ, რომ ასეა. თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა, ორი რომ ყოფილიყავით, რადგან ყოველ შემთხვევაში, ოთახში კიდევ ერთი ადამიანი იქნებოდა, რომელმაც იცის, რა უნდა გააკეთოს. თქვენ ფიქრობთ, რომ ყოველთვის მართალი ხართ და გარშემომყოფების პრობლემა ის არის, რომ... ეს მართლაც ასეა.

 

ის, რაც თქვენ სიყვარულისგან გჭირდებათ ესაა - გამოწვევა.

თქვენ გინდათ პარტნიორი, რომელიც არის კარგი მხარდამჭერი, მაგრამ ამასთან, გამოწვევებისკენ გიბიძგებთ. ადამიანი, რომელსაც არ შეეშინდება გითხრათ, როდესაც მართალი არ იქნებით. უფრო მეტიც, გსურს პარტნიორი, რომლიც რაღაცას გასწავლით. დიახ, სიყვარული უნდა იყოს თბილი და კომფორტული ადგილი, მაგრამ მან ასევე უნდა შექმნას დინამიკა, რომელიც გიბიძგებთ იყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

 

 

წყარო: trend.ge

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...