planeta.ge Posted December 30, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2021 1. „უბრალოდ მინდა ვიგრძნო, რომ დასვენება შემიძლია“.სიმშვიდის შეგრძნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასაღებია იმისთვის, რომ ქალმა იგრძნოს ემოციური კავშირი, სიყვარული და სექსუალური მოთხოვნილებები. ყოფილხართ ოდესმე ისეთი ქალის გვერდით, რომელიც ერთდროულად მხიარული, სექსუალური და ღიმილიანია? და რომელიც გამუდმებით გეფლირტავებათ! დიახ, ეს არის ყველაზე სექსუალური რამ, რაც მამაკაცს შეუძლია წარმოიდგინოს. თუმცა ქალებისთვის, ბიოლოგიურად შეუძლებელია იყოს ასეთი, თუ ის ვერ მოდუნდება. თუ ცოლი მოსაწყენ ქალად გადაიქცა, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ მას დასვენება სჭირდება, რათა თავი მხიარულ და სექსუალურ ქალად იგრძნოს. ქმარმა რა უნდა გააკეთოს? გაიხსენეთ, რომელ საყოფაცხოვრებო "განყოფილებებს" სჭირდება ყურადღება? დასუფთავება, სარეცხი, ბავშვები, არდადეგები, კვება, ოჯახი, კერძები, გადასახადები და გაფუჭებული ნივთები - ეს ყველაფერი მოითხოვს ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას, ამიტომ, „დაეხმარეთ“ თქვენს ცოლს და მიეცით დასვენების საშუალება. 2. „უბრალოდ მინდა ვიგრძნო, რომ მისი იმედი მაქვს“.თუ მამაკაცი თანმიმდევრულია, მაშინ ქალი უსაფრთხოდ და საიმედოდ გრძნობს თავს. დიახ, ეს მოსაწყენია. მაგრამ სწორედ ამ გრძნობებთან ერთად მოდის სიმშვიდის შეგრძნება. როგორ „იყოთ მისი მამაკაცი“? თუ გსურთ დაეხმაროთ მას იგრძნოს, რომ შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს, უბრალოდ გადაწყვიტეთ რას ელოდებით საკუთარი თავისგან. გაარკვიეთ, რაზე ხართ პასუხისმგებელი. ამის შემდეგ, კი დაიწყეთ მოქმედება, თანაც, თანმიმდევრულად. მიზეზი, რის გამოც ქალი მამაკაცის გვერდით თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, ისაა, რომ ხშირად, მამაკაცი არ მოქმედებს მოლოდინების შესაბამისად. ამიტომ, აუცილებელია პირველ რიგში თავად გაარკვიოთ რა მოლოდინი გაქვთ საკუთარი თავის მიმართ, რაზე ხართ პასუხისმგებელი და ამის შემდეგ, თქვენს ცოლს ნათელი სურათი შესთავაზოთ. 3. „მინდა ვიგრძნო, რომ მას სურს ჩემთან ყოფნა და არა მხოლოდ ჩემი სხეული“.ქალს სურს იგრძნოს, რომ მისი გონება, სული და ემოციები ყურადღების ღირსია. მას სურს იგრძნოს, რომ არა მხოლოდ მისი სხეულია სასურველია, არამედ მისი ყველა თვისება, ნაკლი და ღირსება. თუ ქალი გრძნობს გულწრფელ სურვილს, მაშინ ის თავდაჯერებული, მშვიდი და მოდუნებულია. იქნება ეს ემოციების, მოსაზრებებისა თუ სხეულის უარყოფა, ეს ყველაზე საშინელი განცდაა. სწორედ ამ დროს ქრება ქალი, რომელიც შეგიყვარდათ... ცხადია, ყველა ქალს აუცილებლად სურს იგრძნოს ვნება მისი სხეულის მიმართ. მაგრამ ამ მომენტში თქვენ ხართ ერთადერთი მამაკაცი მთელ პლანეტაზე, რომელსაც აქვს საიდუმლო ძალა, ვისაც შეუძლია საყვარელ ქალს აგრძნობინოს, რომ ის სასურველია: მისი სხეული, მისი გული და მისი სული. სამიდან ერთი არ მუშაობს. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts