planeta.ge Posted December 30, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2021 უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანას ეხმაურება. „მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით გაიტაცეს გორის ჰოსპიტლიდან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის წააქციეს და ხელბორკილები დაადეს. როგორ მდგომარეობაშია ახლა, დაკარგა თუ არა გონება, არავინ იცის. ეს ყველაფერი ცინიკურად, ღამით გაკეთდა, როდესაც ყველას სძინავს. ეს კეთდება იმისთვის, რომ ამ ქმედებაზე არ იყოს მკაცრი რეაქცია. აბსურდია იმის მტკიცება, რომ ის ჯანმრთელია. ვიცი, იმავე დღეს იგი ფეხზე არ დგებოდა და ძალზე ცუდ მდგომარეობაში იყო. იმედი მაქვს, იმ პოზიციის გავლენით, რომელიც უკრაინასა და საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს, ჩვენ შევძლებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას“, - განაცხადა ლიზა იასკომ. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.