Jump to content
Planeta.Ge

გაირკვა ვინ არიან გარდაცვლილი დედა-შვილი – კიდევ 2 ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია


Recommended Posts

ტრაგედია ჟინვალში – ტურისტებით სავსე მიკროავტობუსისა და მსუბუქი მანქანის შეჯახებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები მოლდოვას მოქალაქეები არიან. დედასთან ერთად, შემთხვევის ადგილზე არასრულწლოვანი დაიღუპა. მესამე გარდაცვლილი ტურისტი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც დუშეთის კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. დანარჩენი 5 მგზავრი დუშეთიდან, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, რეანომობილით თბილისში ეტაპობრივად გადაიყვანეს.

დაშავებული 5 პირიდან სამი არასრულწლოვანია. ორი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ისინი მრავლობითი მოტეხილობებით ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს.

მოლდოველი ტურისტები საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდნენ, მიკროავტობუსი იქირავეს და გუდაურში მიემგზავრებოდნენ. ჟინვალსა და ანანურს შორის სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მხრიდან მომავალ “ნივის” მარკის მანქანას შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან ავტომობილების მძღოლები. ისინი სამართალდამცველებს და მაშველებს დაშავებულების ხევიდან ამოყვანაში ეხმარებოდნენ.

გარდაცვლილი ტურისტების ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე კი, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათი გრძელდებოდა. მოყინული გზა თუ მაღალი სიჩქარე – რა გახდა შეჯახების მიზეზი მიმდინარე გამოძიებამ უნდა დაადგინოს. “კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მიკროავტობუსის და “ნივის” მძღოლები უკვე გამოკითხეს.

წყარო: “რუსთავი 2”

The post გაირკვა ვინ არიან გარდაცვლილი დედა-შვილი – კიდევ 2 ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...