planeta.ge Posted December 30, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2021 სოციალურ ქსელში ვრცელდება მრავალშვილიანი დედის წერილი, რომელსაც 3 000-ლარიანი სესხი ჰქონდა აღებული და ამის გამო სუიციდი სცადა.„მაპატიეთ, შვილებო.სალი, დედას მზეო, შენ გაბარებ და-ძმას, დე. მე გიღალატეთ და მაინც ვბედავ ბოლო თხოვნა დატიტოვოთ, სწავლა არ შეწყვიტოთ. ახლა გადასახდელი აქვს ნიაკოს და ნათლიას სთხოვეთ, გაუჩენელს გააჩენს, დე.მერე დანარჩენი შენ უნდა იყოჩაღო. მიყვარხართ სულ, დედას აპატიეთ.(ფისო-ცუგოებს გაუყავით რაც დარჩებათ. დამელოდებიან)“, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნათია ჩიქოვანმა გაავრცელა.მანვე, საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა, რათა ოჯახს შესაბამისი დახმარება გაუწიოს.„3 000 ლარი აუღია სესხად შვილების სწავლის ფულის დასაფარად, ახალ წელს უნდა დაეფარა ვალი და ვერ შეძლო.. ეს იყო მიზეზი, როგორც ოჯახის ახლობლისგან გავიგე, ძალიან დიდი თანხაო, 3000 ლარიო მე მჯერა, რომ მოვაგროვებთ!! მთავარია, ბევრმა ადამიანმა ჩარიცხოს სულ ცოტა.ვიცი, რომ საახალწლოდ მაინც, ყველას გვინდა გონება გავთიშოთ და ასეთ რამეებზე არ ვიფიქროთ, მაგრამ სული შემეძრა და მინდა რაღაცაში გამოვადგე ამ ოჯახს. სუიციდის მცდელობა ჰქონდა ქალს, ვეღარ უძლებს ხალხი ამდენს. საბედნიეროდ გადარჩა და ახლა რაიონში ჰყავთ წაყვანილი (გარიდებული ქალაქს) და დღე და ღამ თავზე ადგანან, რომ არ გაიმეოროს.ისეთ დღეშია ოჯახი, ახლა ანგარიშების წერის თავი არ აქვთ და თავს უფლებას ვაძლევ, საკუთარი გვერდი გამოვიყენო ინფორმაციის გასაზიარებლად და თანხაც საკუთარ ანგარიშზე ავუგროვო.ამ ოჯახთან ერთად, დედაჩემის უკიდურესად გაჭირვებული მარტოხელა ახლობლისთვის (მშობლები გარდაცვლილი, დაც გარდაცვლილი, ქმარი და შვილები არასდროს ჰყოლია) მინდოდა საახალწლოდ თანხის აგროვება და კიდე პეტრე-პავლეს ეკლესიის მესაფლავე კაცისთვის, რომლის გაჭირვებამაც ასევე შემძრა. ამიტომ, თქვენის ნებართვით, რაც კი რამ თანხა შემოვა, 60%-20% -20% -ზე გავყოფ და ამ სამ ადამიანს გავუნაწილებ. მესაფლავე კაცისთვის, ტანსაცმლის და სხვა დონაციასაც მივიღებ. თუ რაიმე გაქვთ გადანახული.ვიცი, რომ ყველას უამრავზე უამრავი საახალწლო ხარჯი გვაქვს, საჩუქრები, მეგობრებისა და ახლობლების დახმარება და თუ 1 ლარი მაინც მოგრჩებათ და დახმარების სურვილი/დრო გექნებათ, არც იმის გადმორიცხვა არ მოგერიდოთ.P.S. უამრავ ცხოველს უვლიდა ეს ქალი თურმე, უკიდურესად მძიმე დროსაც არ დაავიწყდა ისინი.. ცხოველებს რატო ეხმარებით, ადამიანებს დაეხმარეთო ჭკუას რომ გვარიგებენ მართლა უნდა ჩამოვატარო და ვანახო ის ხალხი, ვინც ყველაზე მეტ ცხოველს უვლის.. ეს მესაფლავე კაციც 3 ლეკვის წყალობით გავიცანით, რომელსაც კიტრს, პურს და ყველაფერს უყოფს, რა საკვებიც თავად აქვს ხოლმე…“, – წერს ნათია ჩიქოვანი.დახმარების სურვილის შემთხვევაში⇓ #GE25TB7006739365100048მიმღები: ნათია ჩიქოვანიდანიშნულება: დახმარებაThe post მრავალშვილიანმა დედამ 3000-ლარიანი სესხის გამო თავის მოკვლა სცადა – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts