planeta.ge Posted December 30, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2021 „ქართული ოცნების“ წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაყვანა მოულოდნელი არ ყოფილა.სერგეენკოს თქმით, ცხადი მოცემულობა იყო, რომ მესამე პრეზიდენტს მისი მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ კვლავ ციხეში გადაიყვანდნენ.„ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება. ცხადი მოცემულობა იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, როგორც კი მისი მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, უკან დაბრუნდებოდა. რაც შეეხება სტაბილიზაციას, სტაბილური იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არა, ამაზე დომინანტურად ბევრად მეტი არაექიმი აკეთებს განცხადებას, ვიდრე მისი მკურნალი ექიმები. ექიმებმა გააკეთეს შესაბამისი განცხადება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.ცნობისთვის, გუშინ გვიან ღამით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილი სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.The post სერგეენკო: სააკაშვილის გადაყვანა მოულოდნელი არ ყოფილა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts