planeta.ge Posted December 30, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2021 საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი გადაცემაში „დროება“ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ საუბრობს.რულოვსი ამბობს, რომ იცოდნენ, ქვეყანაში ჩამოსვლის თანმხლები მაღალი რისკების შესახებ, თუმცა მიხეილ სააკაშვილის დაპირება ხალხთან და მონატრება უფრო ძლიერი აღმოჩნდა.„ვღელავდით, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ვიცოდით, აპირებდნენ მის დაჭერას. ეძებდნენ, ამოწმებდნენ ბათუმშიც, რომ დაედგინათ სად იყო. მიშასთვის, ალბათ, ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ რისკები იყო მაღალი, მაგრამ მისი მონატრება და მისი დაპირებაც ხალხთან უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მაღალი რისკი“, – თქვა ყოფილმა პირველმა ლედიმ.მისი თქმით, აქვს იმედი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გათავისუფლდება.„რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ იქიდან გამოაღწევს რამენაირად, სტრასბურგი, უკრაინა, საქართველო – ბევრი ფაქტორია“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა გადაცემაში „დროება“.The post სანდრა რულოვსი განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts