planeta.ge Posted December 30, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2021 უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე-12 ციხეში გადაყვანას გამოეხმაურა.იასკო ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, წააქციეს და ხელბორკილები დაადეს. რადას დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის სუსტად იყო.„მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით გაიტაცეს გორის ჰოსპიტლიდან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის წააქციეს, დაადეს ხელბორკილები, როგორ მდგომარეობაშია ახლა. დაკარგა თუ არა გონება არავინ იცის. ეს ყველაფერი ცინიკურად, ღამით გაკეთდა, როდესაც ყველას სძინავს. ღამეა უკრაინაში, ევროპის ქვეყნებში კი საშობაო არდადეგებია. ეს კეთდება იმისთვის, რომ ამ ქმედებაზე არ იყოს სწრაფი რეაქცია. აბსურდია იმის მტკიცება, რომ ის ჯანმრთელია. ვიცი რომ იმავე დღეს ის ფეხზე არ დგებოდა და ძალზე ცუდ მდგომარეობაში იყო. იმედი მაქვს, იმ პოზიციის გავლენით, რომელიც უკრაინასა და საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს, ჩვენ შევძლებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას“, – განაცხადა ლიზა იასკომ.The post „წააქციეს, დაადეს ხელბორკილები“ – ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ეხმაურება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts