planeta.ge Posted December 30, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2021 საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს.მთელი ღამის განმავლობაში რუსთავის ციხესთან იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია, რომელი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ.გარდა ამისა, ადგილზე შეკრებილი იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მისი თანაგუნდელები.ამ დრომდე უცნობია, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არც იუსტიციის სამინისტროსა და არც პენიტენციურ სამსახურს განმარტება არ გაუკეთებიათ.The post მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts