Jump to content
Planeta.Ge

tia ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე კანონიერი ქურდისგან შვილს ელოდება


Recommended Posts

1640766963_202112281533106227.jpg

ნინიკო ნაცარიშვილმა რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც უკვე აშკარად ჩანს წამოზრდილი მუცელი.როგორც ცნობილია იგი ბათუმელ კანონიერ ქურდისგან, მინდია მინდაძესგან, იგივე ლავასოღლისგან ბავშვს ელოდება.

 

ნინიკო ნაცარაშვილი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონად ითვლება ბათუმში, მან ოჯახი ნაადრევ ასაკში შექმნა, ფეხბურთელ გიორგი ჩელებაძეზე იქორწინა, სამი წლის შემდეგ კი დაშორდნენ, შემდეგ იგი დაინიშნა მსახიობ და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილზე, თუმცა ქორწილი აღარ შედგა და სრულიად მოულოდნელად დაშორდნენ.

 

 

1640767127_202112281534076227.jpg

 

 

1640767077_202112281534446227.jpg

 

შემდეგ აგორდა ჭორები, რომ ნინიკოს ურთიერთობა ჰქონდა კანონიერ ქურდთან მინდია მინდაძესთან, თუმცა ლავასოღლისთან დაკავშირებულ ჭორებზე ნაცარიშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ საერთოდ არ იცნობს ვინ არის მინდია გორაძე, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ცრუობდა.

 

მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლავასოღლიმ ნინიკოს დაბადების დღეზე, როემლიც თებერვალში იყო ძვირფასი ბრილიანტის ბეჭედი და ზღვა ყვავილები აჩუქა..ნინიკომ ამის ამსახველი ვიდეო სთორიში გამოაქვეყნა.

 

ლავასოღლი ახლა ბელარუსშია დეპორტირებული და როგორ შეძლო უმშვენიერესი გოგონას გულის მოგება უცნობია, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ნინიკოს პირადი დაცვა დაჰყვება.

 

40 წლის ლავას ოღლი დაიბადა ბათუმში, 2013 წელს აკირთხეს ქურდად, 2015 წელს დააკავეს მოლდოვაში, დეპორტაციის შემდეგ აიყვანეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის იანვარში.გათავისუფლების შემდეგ ლავასოღლი თურქეთში გადავიდა.

 

 

მინდია გორაძეს (ლავასოღლი) საქართველოში სხვადასხვა საქმეზე, ჯამში, 22- წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი დაუსწრებლად. მსჯავრდებულ მინდია გორაძის (ლავასოღლი) სასამართლო პროცესი 2017 წლიდან დაიწყო. ამ დროს თავად ლავასოღლი თურქეთში იმყოფებოდა. 2018 წლის ივლისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებაში, ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით ლავასოღლის დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თურქეთის ციხეში მინდია გორაძე საექსტრადიციო პატიმრობაში ორი წელი იმყოფებოდა.

 

თურქეთის ციხეში მყოფი ლავასოღლის ნათესავები და ახლობლები მოითხოვდნენ, რომ მას სასჯელი საქართველოში მოეხადა და ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ არ სურს ქართულ საპატიმროში ლავასოღლის ყოფნა.

რადგან საქართველომ არ მოითხოვა მისი ექსტრადირება, იგი ბელარუსში გადაიყვანეს.

 

 

წყარო - intermedia

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...