planeta.ge Posted December 29, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2021 პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე კახა კუჭავას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კუჭავამ შეძლო, არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ სრულად პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილიყო. ელისაშვილის თქმით, ნებისმიერ ოპოზიციონერს შეეძლო კახა კუჭავასთან მშვიდად საუბარი, რაც სჭირდება ქვეყანას, განსაკუთრებით არსებულ ვითარებაში. ამასთან, ელისაშვილის განმარტებით, პარტია „მოქალაქეები“ მხარს უჭერენ შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. „ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, არასდროს არ ვკეკლუცობთ, რომ მხარს ვუჭერთ შალვა პაპუაშვილს. მე მაქვს პირადად მასთან განათლების კომიტეტში მუშაობის გამოცდილება, ეს იყო ძალიან საინტერესო და საქმიანი გამოცდილება, ლევან იოსელიანს აქვს ასევე საარჩევნო კომისიაში მუშაობის გამოცდილება. რა თქმა უნდა, ამ პარლამენტში იყო ძალიან უსიამო ინციდენტი შალვას მონაწილეობით. უშეცდომო არავინ ვართ, შეცდომები ყველას მოგვდის, ვუსურვებდი შალვას, რომ ეს იყოს მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ერთადერთი ასეთი ინციდენტი. შალვა, გისურვებ, რომ ასევე იყო ყველას თავმჯდომარე, ოპოზიციას მოესვლებოდეს, არ იყოს ჩარაზული კარი ოპიზიციისთვის შენს კაბინეტში და შეიქმნას საქმიანი სივრცე აქ, პარლამენტში, სადაც ვიფიქრებთ ქვეყანაზე, ხალხზე და ქვეყნის პრობლემებზე, არ მოვისმენთ მხოლოდ იმას, რასაც აქამდე ვისმენდით – ურთიერთბრალდებებს და ჩხუბს“, – აღნიშნა ელისაშვილმა. შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს უყრიან კენჭს. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts