planeta.ge Posted December 27, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2021 ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვაფრთხილებს და გვირჩევს, თუ როგორ შევხვდეთ ახალი წელს, რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ არც ხარი გავაბრაზოთ და არც ვეფხვი.„აღმოსავლეთში, დიდ ყურადღებას აქცევენ ტრადიციებსა, რიტუალებს და ახალი წლის შეხვედრის ელემენტებს. ითვლება, რომ როგორც შევხვდებით იმ წლის მთავარ მასპინძელს, ისევე იქნება მისი დამოკიდებულება მთელი წლის განმავლობაში ჩვენს მიმართ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სარიტუალო ელემენტები გავითვალისწინოთ. პირველ რიგში რა უნდა ვიცოდეთ? იწყება ახალი წელი, აღმოსავლური კალენდრით მეცამეტე ახალმთვარეობაზე ეს დღე, ჩვენ გვექნება 1 თებერვალი. დილის 9 საათსა და 47 წუთზე, თბილისის დროით, შემოვა ვეფხვის წელიწადი, რომელიც იქნება წყლის სტიქიის. 1 თებერვალს ვინ გაიხსნება არ ვიცი, ამ ახალ წელს, მაგრამ 31 დეკემბერს ყველა ვიქნებით მზად და შეგვიძლია წინსწრებით შევხვდეთ, ეს რიტუალი ჩავატაროთ. თუ შესაძლებლობა გექნებათ, მერე 1 თებერვალსაც შეგვიძლია ეს გავიმეოროთ.გავითვალისწინოთ, რომ 1 თებერვლამდე ხარის წელიწადი გრძელდება ჯერ კიდევ, ამიტომ ხარს არ უნდა ვაწყენინოთ-სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს ორი სიმბოლო, გამოსახულება, როგორც ხარისა, ასევე ვეფხვისა. 1 თებერვლიდან, უკვე დარჩება მხოლოდ ვეფხვი, როგორც წლის მასპინძელი.ახლა, რა დავუდოთ მათ წინ 31 დეკემბერს? ხარს, ცოტა მწვანილი, ხოლო ვეფხვს შეგიძლიათ დაუდოთ ცოტაოდენი უმი ხორცი, რათა ამით პატივი მივაგოთ მათ”,- გვირჩევს ცაგარელი.The post „ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ“ – მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts