planeta.ge Posted December 28, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2021 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, “ომიკრონის” გავრცელების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 20-25 ათასამდე გაიზარდოს.ეპიდემიოლოგი ქვეყანაში “ომიკრონ” შტამის გავრცელების ფონზე, არ გამორიცხავს შეზღუდვების დაწესებასაც.“თუ ჩვენ ვერ ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, ვერ გავზრდით აცრების მოცვის მაჩვენებელს, “ომიკრონი” გვერდს არ აგვივლის. პროგნოზი ასეთია, რომ “ომიკრონის” გავრცელებამ პიკს შესაძლოა სწორედ იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს. მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებები შემოიღოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. მე ეს საკითხი სამშაბათს დავაყენე, შემდეგ გამოვედი და ვთქვი ამის შესახებ. თუ ჩვენ პირბადის ტარების მაჩვენებელს ვერ გავზრდით, ვერ გავზრდით აცრის მოცვის მაჩვენებელს, რომელიც ოდნავ იზრდება, დღეში თუ “ომიკრონის” 10, 15, 20 ათასი შემთხვევა გვექნება, სხვა რა გამოსავალი იქნება?“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.The post “ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვები შემოიღოს” – გამყრელიძე appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts