Jump to content
Planeta.Ge

ზურაბ დათუნაშვილი სერბებმა წლის საუკეთესო ათლეტად დაასახელეს


Recommended Posts

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის ავტონომიური მხარის, ვოივოდინას (დედაქალაქი ნოვი-სადი) საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

ვოივოდინას ათლეტებს ყოველწლიურად გაზეთი “დნევნიკი” ასახელებს და პირველ ადგილას მოქმედი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ზურაბ დათუნაშვილი გავიდა. მეორე/მესამე ადგილას მილენკო სებიჩი (მსროლელი) და მიჰაილო ვასიჩი (კალათბურთელი) გავიდნენ. ორივე მათგანმა ტოკიოში ბრინჯაოს მედლები აიღეს.

დათუნაშვილმა საქართველო 2019 წელს დატოვა და სერბეთის სახელით გადაწყვიტა ასპარეზობა ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან დაპირსიპირების გამო.

 

The post ზურაბ დათუნაშვილი სერბებმა წლის საუკეთესო ათლეტად დაასახელეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...