Jump to content
Planeta.Ge

უცნაური შემთხვევა: როგორი გუნდით ეთამაშა “დინამო” “საბურთალოს”?


Recommended Posts

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისის “დინამომ” 2-1 მოუგო “საბურთალოს” და საჩემპიონო ბრძოლაში დარჩა.

“დინამოს” მარჯვენა მცველი, გუჯა რუხაია დისკვალიფიცირებული იყო და მის პოზიციაზე კაჭარავამ უნივერსალი, ლევან კობოური დააყენა. დაცვის ხაზში 4-ვე მცველი, კობოური, თოთაძე, ლოჩოშვილი და ხარაბაძე ცაცია გახლდათ და მსგავსი შემთხვევა მსოფლიო ფეხბურთიდანაც რთული გასახსენებელია. საერთოდ, კობოურმა “დინამოში” ცენტრალურ მცველად დაიწყო ასპარეზობა, შემდეგ მარცხენა ფლანგზე გადავიდა, თამაშობდა შემტევ ნახევარმცველად და თავდამსხმლის უკანაც, დღეს კი მარჯვენა ფრთაზე მოგვევლინა.

“დინამომ” ხონის “იმერეთისა” და “სტოკ სიტის” აკადემიის ყოფილი ფეხბურთელი, ლუქმან გილმორი დაიმატა, თუმცა დღეს ის განაცხადში არ ყოფილა.

The post უცნაური შემთხვევა: როგორი გუნდით ეთამაშა “დინამო” “საბურთალოს”? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...