Jump to content
Planeta.Ge

შევჩენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა


Recommended Posts

იტალიური “ჯენოას” მთავარ მწვრთნელ ანდრეი შევჩენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას სიმპტომები არ აღენიშნება.

უკრაინელი სპეციალისტის გარდა COVID 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა გუნდის მცველ დომენიკო კრიშიტოს ტესტმაც.

“ჯენოა” საწვრთნელ პროცესს 29 დეკემბერს, გუნდის თავკაცის თანაშემწის, მაურო ტასოტისა და ტექნიკური პერსონალის ხელმძღვანელიბით განაახლებს.

“ჯენოას” იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-18 ადგილი უკავია და ელიტაში დასარჩენად იბრძვის.

The post შევჩენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...