planeta.ge Posted December 28, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2021 ანი დვალიშვილი, ალიაზოგადად, „ოცნებაში“ სიტუაცია იმაზე მეტად არის დაძაბული, ვიდრე გარედან ჩანს. გაუთავებელი საუბაარი იმაზე, რომ ნაახალწლევს ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს, მინისტრთა კაბინეტშიც სერიოზულ არასტაბილურობას იწვევს და რაც მთავარია, გუნდის ლიდერთა შორის, ვეღარავინ ხვდება, ვის მხარეს აჯობებს დგომა – ერთი შეხედვით, ნულოვანი რეიტინგის მქონე კობახიძის თუ „ოცნების“ ამომრჩეველში საკმაოდ პოპულარული, მაგრამ მოარული ხმებით, წყალშემდგარი ღარიბაშვილის. პოლიტსაბჭოც ნელ-ნელა მოხსნილთა თავშესაფარს დაემსგავსა და გადაწყვეტილებებსაც რეალურად ღარიბაშვილი-კალაძე-კობახიძის ტრიო იღებს, თუმცა ეს სამეული ერთმანეთს აღარ ენდობა და რაც მთავარია, არცერთმა არ იცის, რა დოზით აქვს მეორეს ან მესამეს ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან. თუ აქამდე ყველა „ბლატაობდა“, ივანიშვილს შევხვდი, დავურეკეო, ახლა ამას მალავენ და ცდილობენ, მასთან ურთიერთობაზე აღარ ისაუბრონ.სხვათა შორის, მმართველ გუნდში გაჩნდა იმის შიში, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის მიერვე ნათქვამი „არა და არასოდეს“ შეცვალოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ასეთ შემთხვევაში, „ოცნება“ მძიმე დღეში აღმოჩნდება. ანუ, ზურაბიშვილის ხელშია ახლა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი ან გარეთ გამოვა, ან მინიმუმ 6 წელს ციხეში გაატარებს. „ოცნება“ საკუთარი ნებით მისი გამომშვები არ არის და უკრაინიდანაც შემცირდება ზეწოლა, რადგან იმავე უკრაინამ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავების ბრძანება გასცა და ახლა მხოლოდ იმას ელოდებიან, როდის დაბრუნდება „შოკოლადის მეფე“ უკრაინაში. არადა, პოროშენკო ამბობს, არაფრის მეშინია და იანვრის დასაწყისში ჩამოვალო. ჰოდა, ამ ლოგიკით, თუ უკრაინის პრეზიდენტყოფილი შეიძლება იყოს დამნაშავე, რატომ არ შეიძლება, საქართველოს ექსპრეზიდენტი იყოს ციხეში?!ასეა თუ ისე, ქართული პოლიტიკა ახალი წლიდან უფრო მეტ სანახაობას გვპირდება. ერთი ეგაა, პროგნოზის გაკეთებაა ძნელია, რადგან ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, ხელისუფლება – 2024-მდე არაფერი შეიცვლებაო, საპასუხისმგებლო თანამდებობებსაც ისე ტოვებენ კონკრეტული პირები, თითქოს საკუთარ ფერმაში მუშაობდნენ და არანაირი ვალდებულება არ ჰქონდათ. თუ ისიც გამართლდა და ღარიბაშვილმა დაგვიქნია ხელი, მერე ნახეთ, არაფრისმომცემი სახელები და გვარები. რეალურად ხომ, კობახიძეც, თალაკვაძეც, კუჭავაც და ახლა პაპუაშვილიც არიან ადამიანები არსაიდან. ახლა პრემიერებს გადახედეთ და მამუკა ბახტაძე არ დაივიწყოთ, კაცი, რომელიც „ოცნებაშიც“ კი აღარავის ახსოვს… საბოლოოდ კი, ამ კვირაში გაირკვევა, რომელი ვერსია გამართლდება – ღარიბაშვილი წავა თუ პირიქით, გაიმყარებს პოზიციებს და მეტ-ნაკლებად ყველა სამინისტროსა და პარლამენტის გაკონტროლებას შეძლებს. ეს მეორე ვერსია პოლიტიკაში კარგად ჩახედული ადამიანებისთვის მართლაც სასაცილოა, თუმცა, როგორც ბოლო პერიოდმა გვაჩვენა, ამ ქვეყანაში უპროგნოზო ამბები და ყველა უტოპიური ვერსიები უფრო ცხადდება.The post “ვეღარავინ ხვდება, ვის მხარეს აჯობებს დგომა – ერთი შეხედვით, ნულოვანი რეიტინგის მქონე კობახიძის თუ „ოცნების“ ამომრჩეველში პოპულარული, მაგრამ მოარული ხმებით, წყალშემდგარი ღარიბაშვილის…“ appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts