planeta.ge Posted December 28, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2021 ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე აქვეყნებს წერილს და ფოტოს:“მე როცა კლასი დავამთავრე, კოლმეურნეობამ კალოს გამგედ დამაყენა. სიმინდი რაც მევდოდა ამ ბრიგადაში, მე ჩევბარებდი. ვიყოფოდით სადილისას – ბრიგადირი, მეურმე იყო და მეზობელი. ერთად ვჭამდით საჭმელს. ქალები საჭმელს გვიმზადებნენ. და ამ მეურმის დამ მითხრა, რომე ამას უყვარხარ შენაო, ერთ გოგოს. მეზობლის შვილს. დევძაბე. ხმას ვერ ვიღებდი. ერთხელ გევხედე და მუუწია რიგი ჩემ მომავალ ცოლს. იმ გოგოს. მეიტანა სარმა. სარმა იმფერი საჭმელიაო, რომ გააკეთებენ რაცხა ფხალში ნიორით, კარტოფილით, ხორცით. ამ გოგოს გუუკეთებია ერთი ცალი განსაკუთრებით მწარე, მწარე – ვერ ჩეიოდობდი პირში. რაც უქნია, ნახევარი პილპილა უქნია. დამიდვა მაი საინი. კითხულობს: როგორია საჭმელი? მთლად მწარე, მწარე, პილპილა. მე ვუთხარი, მწარე კია, მარა კაი ხელის გაკეთებულია მეთქი. აი, იმიზა უქნია, რომ გამომლაპარაკებოდა, რაცხა საქმე დემეკავებია. ჰოდა, კიდო, ერთხელ კალოში ვართ. ურემია დაყენებელი და ზეთ ვარ. სადგარი აქ შამოყენებული ურემს. გამეიარა იმ გოგომ, გამოკრა ფეხი ამ წინსადგარს და ურემი დეეცა ძირს. რომ დეეცა ძირში, მე გადმუარდი და გადმოვკოტრიალდი იქით. იმან გეიარა, წევიდა ყანაში. კალათი მიქონდა. გავხედე და მომეწონა. მაგი იყო სიყვარული.ინუსა ირემაძესოფელი ზოტი. გურიასოფლებიდაადამიანები გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze”The post “გეიარა, წევიდა ყანაში, კალათი მიქონდა… გავხედე და… მაგი იყო სიყვარული” – სოფლები და ადამიანები appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts